დღეს ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა გაიმართება
დღეიდან ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია აქტიურ მუშაობას იწყებს, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილი.
მისივე თქმით, კომისიის ფარგლებში მათ შეხვედრა ექნებათ საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან.
„შეხვედრის მიზანი იქნება, რომ მოვუსმინოთ მათ. გვინდა გავერკვეთ ბიზნესის საოპერაციო პროცესებში. განვიხილოთ წარმოების ფასწარმოქმნის ჯაჭვი მათთან ერთად. კერძოდ, რა პროცესები იწვევს ფასის ზრდას, რა პროცესები იწვევს ინფლაციურ წნეხს და ერთად ვიმსჯელებთ. გვექნება ძალიან გახსნილი დისკუსია. იმედი გვაქვს, რომ სწორი ანალიზით, ანალიტიკით შევჯერდებით საერთო გადაწყვეტილებებზე, რომელიც ერთი მხრივ, მისაღები იქნება ბიზნესისთვის და ასევე - საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა ფარმაცევტული კომპანიების, ასევე, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, დისტრიბუტორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს და საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება
11.02.2026.12:01
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება.
ქართულმა მხარემ თურქმენეთის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებთან აშხაბადში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე 2025 წლის ტვირთბრუნვის მონაცემები და 2026 წლის გეგმები განიხილა.
საუბარი ასევე შეეხო რეგულარული საკონტეინერო ბლოკმატარებლისმოძრაობის საკითხებს. აღინიშნა მარშრუტის გაციფრულების, კერძოდ ელექტრონული დოკუმენტაციის დანერგვის საჭიროება და ტვირთების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის აუცილებლობა, რისთვისაც მხარეებს შორის თანამშრომლობის გრაფიკი გაიწერა.
სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლის არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით კი, ერთობლივი ვიზიტი განხორციელდება თურქმენბაშის პორტში.
საქართველოს რკინიგზა, შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისთვის, აქტიურად განაგრძობს მუშაობას მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდისა და ტვირთმფლობელებისთვის მომსახურების სწრაფი, თანამედროვე და მოქნილი პირობების შეთავაზების მიზნით.
ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.