მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის - ლევან ვეფხვაძე

news image

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავად აქვს ეკონომიკის განვითარების კუთხით, ასევე სამინისტროს და პირადად მინისტრის ხედვას იმისთვის, რომ ეკონომიკის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარება მივიღოთ", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

„ეკონომიკური ფორუმის" ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში  მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, დარგობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა. შეხვედრისას საუბარი შედგა სექტორის განვითარების ხედვასა და შემდგომ სტრატეგიაზე, მათ შორის 10-წლიან გეგმაზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზე.

„ბიზნესი ყოველთვის ღიაა სათანამშრომლოდ. რაც შეეხება დღეს წარმოდგენილ ხედვას, ცხადია, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება. ასევე მნიშვნელოვანია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უკვე გადაიდგა და რაც დღეს ითქვა, ყველანაირად პასუხობს ბიზნესის, ქვეყნის განვითარების საჭიროებას და უაღრესად საჭიროა გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ  დეველოპერებმა იციან - ეკონომიკის სამინისტრო ჰესებთან დაკავშირებით განსხვავებულ მიდგომებზე ფიქრობს და მუშაობს. 

„ის, რომ დღეს საზოგადოებამ იცის - მაღალკაშხლიანი, სტაბილურობის მომტანი სისტემისთვის, ჰესებთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს ჩამოყალიბებული ხედვა და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, ვფიქრობ, რომ ინვესტორებისთვის სექტორს ძალიან მიმზიდველს ხდის. შესაბამისად, ინვესტორების ჩართულობა ძალიან მაღალი იქნება", - აღნიშნა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 3 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ფორთოხლის იმპორტს ახდენს

17.04.2026.19:00

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ უცხოეთის ბაზრებიდან 1 951.2 ათასი დოლარის ღირებულების 3 447.2 ტონა ფორთოხალი იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ორ თვეში ფორთოხლის იმპორტი 3 010.3 ტონა იყო. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით საქართველოში ფორთოხლის იმპორტი 15%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში იმპორტირებული ფორთოხლის 64% ქვეყანაში ირანიდან შემოდის.

TOP 3 ბაზარი, საიდანაც საქართველო ფორთოხლის იმპორტს ახდენს:

  • ირანი - 2 193.9 ტონა;
  • თურქეთი - 1 003.0 ტონა;
  • ეგვიპტე - 250.3 ტონა;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა