დღეიდან, საქართველოსა და იტალიის დედაქალაქები ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდებიან - ლევან მოსეშვილი
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
პირველ საინაუგუცარიო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა დაესწრო.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, რომ იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მნიშვნელოვან მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს.
,,უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი დედაქალაქები დღეიდან, პირდაპირი საჰაერო გზით იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებული. რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისს" და წარმატებული ფრენები ვუსურვო.
საქართველოდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები, აქამდე, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით სრულდებოდა. დღეიდან კი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ,,ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ კვირაში ორი სიხშირით რომის მთავარ აეროპორტ ფიუმუჩინოს მიმართულებით შესრულებული პირდაპირი ფრენები დაემატება. ჯამურად კი ქართული ავიაკომპანია იტალიის სამი ქალაქის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით იფრენს,-“განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ და სტუმრებმა ადგილზე მყოფ ეკიპაჟის წევრებს პილოტის მსოფლიო დღე მიულოცეს, რომელიც ყოველწლიურად 26 აპრილს აღინიშნება.
“ჯორჯიან ეარვეისი” უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების მილანსა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით კვირასი 1 სიხშირით დაიწყო. ჯამურად კი იტალიის მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში 6 სიხშირით ასრულებს ფრენებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
26.04.2025
რომისა და ფორლის პირდაპირი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოს მიმართულებით, - ასე აფასებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ იტალიის ქალაქების მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დამატებას.
როგორც დავითაშვილი აცხადებს, 2024 წელს საქართველოსა და იტალიას შორის მგზავრთნაკადმა საქართველოსა და იტალიას შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 152 653 მგზავრი შეადგინა.
„მოხარულნი ვართ, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამატებს ახალ ევროპულ მიმართულებებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. გასული წლის მონაცემებით, საქართველოსა და იტალიას შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 153 ათასამდე მგზავრი შეადგინა, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირის რეგიონის ქვეყნებისთვის და მოწმობს, რომ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების კუთხით დაინტერესება მაღალია. რომისა და ფორლის პირდაპირი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოს მიმართულებით.
აქვე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ავიაკომპანია Georgian Airways-ის როგორც ამ კონკრეტული რეისის ეკიპაჟს, ისე სრულად საფრენოსნო პერსონალს, ასევე ყველა მოქმედი ავიაკომპანიის პილოტს მივულოცო მფრინავთა მსოფლიო დღე. მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის. გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნა გივი დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისიდან იტალიის დედაქალაქ - რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ: ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
თბილისი-რომი-თბილისის რეისის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვირშვილმა, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილმა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ Georgian Airways-ის ხელმძღვანელი პირები, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები.
Georgian Airways-ი უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების მილანსა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით დაიწყო.
შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.
Georgian Airways-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: პარიზში, ნიცაში, ვენაში, ამსტერდამში, ბერლინში და ლარნაკაში.
აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-ი ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.