დეკემბერში ინფლაციის დონემ 4% შეადგინა - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 1.6 პროცენტით განისაზღვრა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-4.6 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში -0.04 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად, შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-0.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (-0.3 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა -0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალების შეძენასა (-2.9 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურების (2.7 პროცენტი) ქვეჯგუფზე;
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.0 პროცენტი) ქვეჯგუფზე.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2025 წლის დეკემბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სუნამოების იმპორტს ახორციელებ
06.01.2026.17:00
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ჯამში 45 619.9 ათასი დოლარის ღირებულების სუნამოების იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებით კი 38 543.2 ათასი დოლარის. შესაბამისად წლიური ზრდა 18%-ს შეადგენს.
საქართველოში იმპორტირებული სუნამოების დიდი წილი ქვეყანაში საფრანგეთიდან შემოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სუნამოების იმპორტს ახორციელებს:
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 43 246.3 ათასი დოლარის ღირებულების სუნამოები და ტუალეტის წყალი იყიდა, ხოლო 2023 წელს - 43 246.3 ათასი დოლარის.