დავოსის ეკონომიკური ფორუმი დღეს გაიხსნება
შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის მზადება დაიწყო. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკურ ფორუმს პრეზიდენტი ტრამპი დაესწრება.
ორგანიზატორების თქმით, ტრამპთან ერთად შეერთებული შტატების ყველაზე დიდ დელეგაციას ელიან, რომელშიც სახელმწიფო, ხაზინის, კომერციის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მდივნებიც შედიან. ღონისძიებას 130-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი დელეგატი, მათ შორის 64 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება. განხილვის მთავარი თემა უკრაინასა და ღაზაში არსებული კონფლიქტები იქნება.
დღის წესრიგში შესაძლებელია მოხვდეს ტრამპის დოქტრინის ვერსიის დამუშავებაც, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროში შეერთებული შტატების დომინირებას გულისხმობს. გლობალური ელიტის ყოველწლიური შეხვედრა, დღეს 19 იანვარს გაიხსნება.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
06.03.2026.19:06
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორის კომისიას გააცნო ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის პროექტი და მასში შემავალი აქტივობები. ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისას არასრუწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
კომისიის სხდომას დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112") ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.