მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

დავით სონღულაშვილი ჩინეთის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა

news image

დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი ღვინის სადისტრიბუციო კომპანიის „ლიქუან ვაინი“ (Liquan Wine) წარმომადგენლები შედიოდნენ,  ჩინეთში მცხოვრები ბიზნესმენი, საქართველოს მოქალაქე სანდრო ბერიძე (ისიაო ძუნი) ხელმძღვანელობდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიზნესსექტორის წევრებს ქართული ღვინით დაინტერესებისთვის და ყურადღება  მეღვინეობა-მევენახეობის სექტორის განვითარების  სახელმწიფო  ხელშემწყობ პროგრამებზე გაამახვილა.

ღვინის სექტორის მხარდაჭერა და განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ღვინო ქართული იდენტობის ნაწილია, შესაბამისად, ქართული ღვინის მიმართ გამოხატული ინტერესი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. მზად ვართ სრული მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე სანდრო ბერიძემ აღნიშნა, კომპანიალიქუან ვაინიევროპის ქვეყნებიდან ჩინეთის ბაზარზე ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს წარმოადგენს. დღეისათვის, ქართული ღვინო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩინეთის ბაზარზე, რამაც ღვინის მიწოდების ზრდის  მოთხოვნა გააჩინა. კომპანიალიქუან ვაინიდაინტერესებულია, ქართული ღვინო საკუთარი პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილი გახადოს

აღსანიშნავია, რომლიქუან ვაინიმაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიაა, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 600-ზე მეტი თანამშრომელი,  128 სერტიფიცირებული დეგუსტატორი და  წელიწადში 12 მილიონ ბოთლზე მეტ ღვინოს ყიდის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობასა და აქტივების ხარისხში - ენდრიუ ჯუველი

16.01.2026.17:20

„საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობაში და აქტივების ხარისხში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა. 

„მიუხედავად ამისა, მუდმივი სიფრთხილე აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ უცხოური ვალუტით არაჰეჯირებული საბანკო სესხების წილს, სამომხმარებლო სესხების სწრაფ ზრდას და უძრავი ქონების დეველოპერების მიერ უცხოური ვალუტით გაცემული უფრო სარისკო ობლიგაციების გამოშვებას და სესხებს“, -  აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა