დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმში“, რომელიც 10-11 თებერვალს ქ, თბილისში იმართება. მაღალი დონის ფორუმი ეძღვნება წყლის რესურსების მდგრად მართვასა და წყლის მართვის მომავალს.
სემეკის თავმჯდომარემ პანელური დისკუსიების ფარგლებში ისაუბრა წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპებზე, სექტორის განვითარებისათვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა სამართლიანი ტარიფების დადგენის ასპექტებზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.
„წყალმომარაგების სექტორის განვითარება წარმოადგენს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს. მსოფლიო მასშტაბით საქართველო არის იმ მცირედ ქვეყანათა შორის, რომელიც მდიდარია ჰიდრორესურსით. უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხიანი სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოსატანად აუცილებელია ამ რესურსის შესაბამისი გადამუშავება, რაც თავის მხრივ მოცულობით ხარჯებსა და მდგრად ინფრასტრუქტურას საჭიროებს. მარეგულირებელი კომისია ინტენსიურად მუშაობს სექტორის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნაზე, სწორი სატარიფო პოლიტიკის მდგრადობაზე. საქართველოს მთავრობასთან ერთად, სემეკის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს წყალმომარაგების სექტორით მსხვილი ინვესტორისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის Aqualia“-ს დაინტერესება განპირობებულია ჩვენს ქვეყანაში არსებული გამჭვირვალე მიდგომებითა და ეფექტიანი რეგულირების პრინციპებით, რაც კიდევ უფრო ამყარებს გრძელვადიან პოზიტიურ მოლოდინებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დონეზე წარმატების კუთხით“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების, წყლის საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. ფორუმის გახსნით ცერემონიაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და „Aqualia“-ს აღმასრულებელი დირექტორი, სანტიაგო ლაფუენტე.
„წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი“ აერთიანებს მთავრობის წარმომადგენლებს, მარეგულირებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ოპერატორებსა და დარგის ექსპერტებს, რათა განიხილონ წყლის სტრატეგიული პოლიტიკა, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, მარეგულირებელი ჩარჩოები, საინვესტიციო და სატარიფო პოლიტიკების ურთიერთკავშირი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ფორუმი ორგანიზებულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ და ხორციელდება საერთაშორისო გამოცდილების მქონე წამყვანი გლობალური წყლის ოპერატორის, „Aqualia“-ს მხარდაჭერით.
დღის ტოპ 10 სიახლე
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
10.02.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1980 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6838 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6838 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6856 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი 3.1980 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1857 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0123 ლარი შეადგინა.