მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ განახლებადი ენერგიების ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ ისაუბრა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხებს შეეხებოდა.  

„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე.  დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების,  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ესკოს, საქრუსენერგოს, ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი პირები, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.  

 „ეკონომიკურ ფორუმზე“ სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში სემეკი მიიღებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების  ახალ რეგულაციას ნეტო დარიცხვის შესახებ. 

„ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციის შესაბამისად, ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველო ნეტო აღრიცხვის სისტემიდან უნდა გადავიდეს ნეტო დარიცხვის სისტემაზე, კერძოდ ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული კილოვატ საათების გაქვითვიდან, მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურით მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვაზე. ევროკავშირის შიდა ბაზრების დირექტივა (Directive (EU)2019/944) ითვალისწინებს ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის ვალდებულებას 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, სემეკს მიეცა უფლებამოსილება 2027 წლის 1 იანვრიდან დაადგინოს ახალი მექანიზმი.  

2027 წლის 1 იანვრის შემდეგ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის მიმწოდებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს შორის ანგარიშსწორება აღარ მოხდება ელექტროენერგიის მოცულობის გაქვითვით. ამასთანავე, სემეკი დაადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს, ამავე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურსა და გადახდის პირობებს. 2027 წლის 1 იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 2033 წლამდე ისარგებლებენ ქსელზე მიერთების მომენტისათვის მოქმედი პირობებით - წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის გაქვითვით, შედეგად, შეუნარჩუნდებათ არსებული ანაზღაურების სქემა, რაც გულისხმობს სისტემისა და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, რომ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული ჯამური სიმძლავრის 20%-ის ამოწურვის მიუხედავად, სემეკს აქვს უფლებამოსილება 2027 წლამდე დაუშვას 100 კვტ დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთება. მისივე თქმით, ასეთი ელექტროსადგური, ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიისთვის მიიღებს სემეკის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების საფასურს, ისე ელექტროენერგიის სისტემის მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს დადგენილი წესის შესაბამისად.

„პროექტის მიხედვით, ბოლო ალტერნატივის ან საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება შეისყიდოს ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია, ამასთანავე მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ თავისუფალ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების მიუხედავად, თავისუფალი მიმწოდებელი არ შეისყიდის ჭარბ ელექტროენერგიას.  რაც შეეხება შესყიდვის ფასს საჯარო მომსახურების ფარგლებში - გამანაწილებელ ქსელში ჭარბად გადადინებულ ელექტროენერგიას მიმწოდებელი შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საშუალო შეწონილი ფასით, ხოლო თავისუფალი მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს ჭარბი ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს საჯარო შეთავაზებით.

საჯარო მომსახურების ფარგლებში - მიწოდების მომსახურების საფასური და ჭარბი ელექტროენერგიის საფასური გაიქვითება ერთმანეთში ყოველთვიურად, ხოლო დადებითი ნაშთი გამოყენებული იქნება მომდევნო საანგარიშო პერიოდის მომსახურების საფასურის დასაფარად. თავისუფალი მიმწოდებლის შემთხვევაში მხარეებს უფლებამოსილება ექნებათ თავად განსაზღვრონ ანგარიშსწორების პირობები. ორივე სახით მიწოდების ფარგლებში, მომხმარებელს წელიწადში ერთხელ ექნება საშუალება გამოიტანოს საბანკო ანგარიშზე დაგროვილი დადებითი ნაშთი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

სემეკის თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა გამანაწილებელ ქსელზე ჯგუფურად მიერთებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების საკითხზეც. მისი თქმით, ჯგუფის წევრები შეძლებენ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას, თუმცა მიერთების არეალი შეიზღუდება სატრანსფორმატორო ქვეპუნქტით.

„ჯგუფის წევრები შეძლებენ შეთანხმდნენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ქსელში ჭარბად გადადინებული ელექტროენერგიის მოცულობის განაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშსწორების პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მომხმარებელს რომელ მიმწოდებელთან ექნება დადებული მიწოდების ხელშეკრულება. კერძოდ, თუ მიწოდების ხელშეკრულება დადებული იქნება თავისუფალ მიმწოდებელთან, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან შესასყიდი ელექტროენერგიის ფასსა და ანგარიშსწორების მექანიზმზე, ხოლო თუ მიწოდების ხელშეკრულება დადებული იქნება საჯარო ვალდებულების მქონე მიმწოდებელთან, გაიქვითება მომსახურების საფასური“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 

 

 

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საერთო ძალისხმევით შევძლებთ, ახალ პროექტებს ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს - მარიამ ქვრივიშვილი

04.07.2025.21:23

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. „ნაყოფიერი შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებსწარმოადგენენ. პრემიერ-მინისტრმა მათ გააცნო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემდგომი გეგმები, ხედვები, ისევე როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურული გეგმიური პროექტები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ და ექნებათ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების გზაზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებსა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპზე, აგრეთვე ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებზე. ასევე აქცენტი გაკეთდა ფისკალური კუთხით არსებულ დადებით მაჩვენებლებზე, დაბალ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობაზე. ხაზი გაესვა იმ აქტივობებს, რომლებსაც მთავრობა ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დასაჩქარებლად ახორციელებს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ბიზნესთან სამუშაო პროცესებზე. „ჩვენ ვართ და ვიქნებით ღია კერძო სექტორთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის კუთხით. დარწმუნებულები ვართ, რომ საერთო ძალისხმევით, ერთობლივად შევძლებთ, ახალ პროექტებს ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.  

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა