მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

დარწმუნებული ვარ, რომ ევრობონდების გამოშვება იქნება ძალიან წარმატებული - ფინანსთა მინისტრი

news image

2026 წლის მარტი-აპრილის პერიოდში საქართველო ევრობონდების გამოშვებას აპირებს. აღნიშნულ საკითხზე ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკური ფორუმის რიგით მეორე დისკუსიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომლის თემაც „საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ იყო.

ლაშა ხუციშვილმა თქვა, რომ ბონდებზე ინტერესი მაღალია.

„საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს საინვესტიციო პროექტების განხორციელება. მათ შორის ისეთი დიდი პროექტები, როგორიც არის ანაკლია, სხვადასხვა საგზაო-ურბანული ინფრასტრუქტურა, ასევე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მიმართულებით გაგრძელდეს მნიშვნელოვანი პროექტები - ენერგეტიკის სექტორში, ლოგისტიკის სექტორში. ეს ის სექტორებია, რომელსაც დღესდღეობით საკმაოდ პერსპექტიული მიმართულებები აქვს. ბუნებრივია არის მიმართულებები, რომელიც ასევე ძლიერი რგოლია ჩვენი ეკონომიკური ზრდის, როგორიცაა მაგალითად IT სექტორი. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ახალი ინიციატივებიც არის.

გარდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა ამ შეხვედრებზე ვცდილობთ ასევე შევხვდეთ ინვესტორებს. თქვენ იცით, რომ 2026 წლის მარტ-აპრილში საქართველოს აქვს გამოსაშვები ევრობონდები. ჩვენ გვქონდა როუდ შოუები, სადაც ყველა დიდ საინვესტიციო ბანკებს შევხვდით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანამ საერთაშორისო ინსტიტუტების წლიური შეხვედრების ფარგლებში სხვადასხვა საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებსაც შეხვდა და აღნიშნულ ემისიაზე მიაწოდა ინფორმაცია.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საინვესტიციო ბანკებისგან იქნა მიღებული, რომ ნებისმიერ საინვესტიციო კომპანიას საქართველოს ბონდები შეუძლიათ იყიდონ იყიდონ იმ პირობით, როგორც არასაინვესტიციო ბონდი, მაგრამ რეალურად ეს არის საინვესტიციო ბონდი. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. მივიღეთ შემოთავაზებები თითქმის ყველა საინვესტიციო კომპანიისგან, რომ გახდნენ საქართველოს პარტნიორები. ბუნებრივია, რომ ეს აიხსნება იმით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული გამოშვება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს

10.03.2026.17:49

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების - ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - მცხეთის ისტორიული ძეგლების კონსერვაციის საერთო მდგომარეობას, მცხეთაში მოქმედი ქალაქთმშენებლობის განსაკუთრებული რეჟიმის, მორატორიუმის, ეფექტიანობისა და სივრცითი განვითარების საკითხებს შეაფასებენ.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა უძღვებოდნენ, მცხეთასთან დაკავშირებული აქტუალური თემატიკა, მათ შორის, ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს.

ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა