დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტი - „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი (თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება)" განიხილა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება მიღებული იქნა 2022 წლის 17 ივნისს და მოიცავს დებულებებს, რომელთაც პოზიტიური გავლენა ექნებათ თევზების მარაგების შენარჩუნებისა და მეთევზეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
„ოქმი კრძალავს 3 ტიპის სუბსიდიას: სუბსიდიებს, რომლებიც ხელს უწყობს უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერას; თევზჭერის და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის სუბსიდირებას, რომელიც ხელს უწყობს გადამეტებულ/ჭარბ თევზჭერას; სხვა ტიპის სუბსიდიებს, მათ შორის იმგვარს, რომელიც გათვალისწინებულია დაურეგულირებელ ღია ზღვებში თევზჭერისთვის. არსებული სუბსიდიების შეკვეცით, ოქმი ხელს შეუწყობს გლობალურ ბრძოლას უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ", - განაცხადა მომხსენებელმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარდგენილ სარატიფიკაციო დოკუმენტს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.16:00
ამ დროისათვის ქვეყანაში 56 ერთეული Lamborghini-ა რეგისტრირებული, რომლის 78,5%-იც თბილისშია აკუმულირებული. საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში რეგისტრირებული Lamborghini-ს მარკის ავტომობილებიდან 44 ერთეული უშუალოდ თბილისშია რეგისტრირებული
როგორია ქვეყნის მასშტაბით Lamborghini-ს ავტომობილების გადანაწილება: