დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 %, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 9.3 % შეადგინა.
2025 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.5 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 1.7 პროცენტის დონეზეა.
იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 618.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.1 პროცენტით მეტია.
2025 წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 826.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.3 პროცენტით (18.3 მლნ აშშ დოლარით მეტი) მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
მინისტრის მოადგილემ ნაერთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 6 541 162.8 ათასი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%. მისი ინფორმაციით, პრივატიზაციიდან მიღებული თანხების და ვალების დაბრუნების კუთხითაც საანგარიშო პერიოდში საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებია.
2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 5 581 211.3 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 5 700 392.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.16:00
ამ დროისათვის ქვეყანაში 56 ერთეული Lamborghini-ა რეგისტრირებული, რომლის 78,5%-იც თბილისშია აკუმულირებული. საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში რეგისტრირებული Lamborghini-ს მარკის ავტომობილებიდან 44 ერთეული უშუალოდ თბილისშია რეგისტრირებული
როგორია ქვეყნის მასშტაბით Lamborghini-ს ავტომობილების გადანაწილება: