დაინტერესებული ვართ საპორტო ინფრასტრუქტურით - UAE-ს ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრი
არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საქართველოში განხორციელებული აქვს ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციები და არსებობს უფრო მეტის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის, სტუმარმასპინძლობის და სასტუმროების მიმართულებით, რითიც ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია არის დაინტერესებული, - ამის შესახეებ ჟურნალისტებს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა განუცხადა.
„ასევე არსებობს ინტერესი სასურსათო უსაფრთხოებისა და საკვების წარმოების სფეროებში ინვესტიციების მიმართულებით. სურსათის წარმოების მიმართულებით ჩვენი კომპანიები, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, არიან დაინტერესებული საკუთარი ბიზნესების გაფართოებით.
ჩვენ ამასთანავე ვართ დაინტერესებული საპორტო ინფრასტრუქტურით, საბანკო სისტემით, ასევე ახალი სექტორებითა და ტექნოლოგიებით, რომელთა შესახებაც ბიზნეს საბჭოს ფორმატში ვისაუბრებთ და უფრო კონკრეტულ პროექტებს განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ პარტნიორობის დაახლოება და მისი შემდეგ საფეხურზე გადასვლა”, - განაცხადა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში სსფ-ს და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
13.04.2026.14:43
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იეროენ კლიკთან და მარნიქს ვან რისთან.
სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაში, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება.
ნათია თურნავა პირისპირ შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველთან, რომელთანაც ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები.
ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.