„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს საპენსიო ფონდისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით ასოციაციის წევრი კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებები დეტალურად განიხილეს.
შეხვედრაზე მხარეებმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და საპენსიო მოდელის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმების გადახედვის მიზანშეწონილობა, საპენსიო სქემაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა, საპენსიო შენატანების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა გარკვეული ცვლილებები, რომელთა თანახმად, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე საპენსიო შენატანები განხორციელდება შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მეშვეობით, ასევე წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე დამსაქმებელს დაეკისრება ჯარიმა-საურავი.
შეხვედრას, რომელსაც BAG-ის წევრები ესწრებოდნენ, დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
„მსგავსი სახის შეხვედრები ემსახურება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების ინფორმირებას კანონში შესულ ცვლილებებთან და ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამარტივებს ახალი რეგულაციების განხორციელების პროცესს. მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლობა საპენსიო ფონდთან და შემოსავლების სამსახურთან ეფექტიანად მიმდინარეობს, რაც პირდაპირ წარმოადგენს BAG-ის წევრი კომპანიების ინტერესებს“ განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.05.2025.23:00
მსოფლიოში არის გლობალური კონკურენცია ინვესტიციებზე, შეიძლება საქართველო ვიღაცისთვის პატარა ბაზარია და არ იყოს საინტერესო, ამიტომ არის, რომ ჩვენ ჩვენი განსხვავებულობა, ჩვენი კონკურენტუნარიანობა კარგად უნდა წარმოვაჩინოთ, - აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომელმაც ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე ისაუბრა, სადაც ქართულ კომპანიებს და ბიზნესს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი პროექტები და გეგმები წარედგინათ.
„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისთვის. ყველაში მე ვგულისხმობ ვისაც ეს ეხება და ეს სახელმწიფო სტრუქტურებია ცხადია, არამედ ჩვენც, მათ შორის ბიზნეს ასოციაციას. ბიზნეს ასოციაცია ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციაა და შესაბამისად მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი არის ის, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი მისია, რომ იყოს მოზიდული ინვესტიციები, ბიზნესების განვითარება, ადგილობრივი ბიზნესების ჩართულობა, ახალი პროექტები, ახალი სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდა. ეს არის ჩვენი მისია და ეს იყო ის, რითაც ვიყავით წარდგენილები ბრიტანეთში გამართულ ფორუმზე. ცხადია მსოფლიოში არის გლობალური კონკურენცია ინვესტიციებზე, შეიძლება საქართველო პატარა ქვეყანაა და ვიღაცისთვის პატარა ბაზარია და არ იყოს საინტერესო, ამიტომ არის, რომ ჩვენ ჩვენი განსხვავებულობა, ჩვენი კონკურენტუნარიანობა კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. ერთ-ერთი ეს არის ბაზრებზე წვდომა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ჩვენ რამდენიმე მილიარდიან ბაზრებთან გვაკავშირებს. თუმცა ამის გარდა, რითაც ჩვენ ფორუმზე წარვდექით ეს იყო სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, გამართული საგადასახადო-საბაჟო სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. და იმავდროულად ის წამახალისებელი სქემები, რომელიც სახელმწიფოს აქვს. ეს იყოს ის ნაწილი, რომელზედაც საუბრობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს ხელმძღვანელი, თუმცა ბიზნესი საუბრობდა იმ პროექტებზე, რომელიც მათ კონკრეტულად აქვთ და ახორციელებენ და რომელიც შეიძლება იყოს საინტერესო. სექტორები, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორებია, რომელსაც შეუძლიათ სერიოზული კონტრიბუცია გასწიონ ეკონომიკური ზრდისთვის და ინვესტიციების მოზიდვისთვის. მათ შორის არის ენერგეტიკა, უძრავი ქონების ბაზარი, IT სექტორი, ტურიზმი, ლოგისტიკა და ტრანსპორტი. თუ დააკვირდებით პროექტებიც სწორედ ამ სექტორებიდან იყო წარმოდგენილი. იყო ძალიან საინტერესო საუბარი, დისკუსია, თუმცა ერთია რაც პანელურ შეხვედრებზე ხდება და მეორეა მის მიღმა, შესვენებებზე საუბარი, ინტერესი, დამატებითი კითხვები. ცხადია არავის არ აქვს ილუზია, რომ ერთი შეხვედრით შეგვიძლია მილიარდობით ინვესტიცია მოვიზიდოთ. მაგრამ ერთი შეხვედრა შეიძლება გახდეს საწყისი ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.