მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

ComCom-მა საქართველოში EaPeReg-ის 22-ე პლენარული სხდომა გამართა

news image

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) 22-ე პლენარული შეხვედრა ჩატარდა, რომლის მიზანს, EaPeReg-ისა და მისი ექსპერტული ჯგუფების განვლილი წლის საქმიანობის შეჯამება, შემდგომი წლის აქტივობების დაგეგმვა და EaPeReg-ის 2024 წლის თავმჯდომარისა და ვიცე-თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენდა.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა და EaPeReg-ის თავმჯდომარემ, ეკატერინე იმედაძემ გახსნა და საქართველოსთვის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის შესაბამის ჩარჩოსა და პოლიტიკასთან აპროქსიმაციის მიზნით, ComCom-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარში ინტეგრაცია. გახსნით ნაწილში, სხდომის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა ირლანდიის კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და EaPeReg-ის ვიცე-თავმჯდომარემ - რობერტ მოურიკმა, რომელმაც ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ზოგადად ციფრული სფეროს განვითარებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და  ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობასა და დაახლოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების გახსნით ნაწილში სიტყვით წარსდგა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი - ნიკოლას ჩენდეროვიჩიც: "მოხარული ვარ, რომ ამ შეხვედრას სწორედ თბილისი და კომუნიკაციების კომისია მასპინძლობენ. ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, ComCom-ის პასუხისმგებლობა და საქმიანობის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა" - განაცხადა მან.

გახსნითი ნაწილის შემდგომ, EaPeReg-ის ექსპერტთა ჯგუფების საქმიანობის მიმოხილვის მიზნით, გაიმართა პირველი სესია, რომლის ფარგლებშიც, EU4Digital-ის პროგრამის ტელეკომის წესების მიმართულების ლიდერმა, ანდრის დომბროვსკისმა, სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ, რომან ქურდაძემ, ასევე, მარეგულირებლების დამოუკიდებლობისა და ფართოზოლოვანი მომსახურების ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ინგა პოპოვიჩმა და როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ზარუჰი სტეფანიანმა, 2023 წლის აქტივობები მიმოიხილეს და განხორციელებული პროექტები შეაფასეს.

მომდევნო სესიაზე,  სიტყვით წარსდგა ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი, მზია გოგილაშვილი და EaPeReg-ის ხელმძღვანელობის აქტივობების, ინიციატივების, განხორციელებული სამუშაოებსა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. ამის შემდგომ, ევროკომისიის წარმომადგენელმა, იშტვან ბაკმა მონაწილეებს EaPeReg-ის ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ ევროკომისიის უახლესი წესები და პროცედურები გააცნო. EaPeReg-ის პლენარული სხდომის რიგით მეორე სესია BEREC-ის ოფისის დირექტორმა, ლასლო იგნეციმ, ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორმა, იაროსლავ პონდერმა, EMREG-ის თანა-თავმჯდომარემ, პეტროს გალიდესმა და კომუნიკაციების საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, ლინ რობინსონმა EaPeReg-თან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობით დაასრულეს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა EaPeReg-ის 2024 წლის თავმჯდომარის არჩევნები და მონაწილე ქვეყნებმა ღია კენჭისყრით EaPeReg-ის 2024 წლის თავმჯდომარედ მოლდოვას მარეგულირებელი ორგანო (ANRCETI), ხოლო ვიცე-თავმჯდომარედ - რუმინეთის მარეგულირებელი ორგანო (ANCOM) აირჩიეს, რის შემდეგაც,  ANERCET-ის და ANCOM-ის წარმომადგენლებმა ქსელის 2024 წლის სამუშაო გეგმაზე და მიზნებზე გაამახვილეს ყურადღება.

EaPeReg-ის 22-ე პლენარული სხდომა ComCom-ის წევრმა და EaPeReg-ის 2023 წლის თავმჯდომარემ, ეკატერინე იმედაძემ, ასევე, ComReg-ის თავმჯდომარემ და EaPeReg-ის ვიცე-თავმჯდომარე რობერტ მოურიკმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა, ვასილის კოპანასმა შემაჯამებელი სიტყვებით დახურეს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა

07.04.2026.19:00

2026 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოში შოკოლადის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 16 586.3 ათასი დოლარის ღირებულების 2 764.8 ტონა შოკოლადი იყიდა. 2025 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 2 547.6 ტონას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოში შოკოლადის იმპორტი 9%-ით არის გაზრდილი.

იანვრ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 35%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა:

  • რუსეთი - 961.2 ტონა;
  • უკრაინა - 824.6 ტონა;
  • თურქეთი - 258.8 ტონა;
  • პოლონეთი - 139.0 ტონა;
  • ხორვატია - 112.7 ტონა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა