მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ComCom-ის გადაწყვეტილებები წინასაარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით ეფუძნება კანონს და სასამართლოს პრაქტიკას - კახა ბექაური

news image

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური, საარჩევნო პერიოდში ქართული მედიასივრცის მონიტორინგის, საარჩევნო კამპანიების, უფასო პოლიტიკური რეკლამისა და ამ თვალსაზრისით, არსებული მდგომარეობის შეფასების თუ გამოწვევების განხილვის მიზნით, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. შეხვედრის შემდგომ, კახა ბექაურმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც კომუნიკაციების კომისია იღებს, კანონს, სასამართლო გადაწყვეტილებას და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.

კერძოდ, ComCom-ის თავმჯდომარე გამოეხმაურა რამდენიმე მედიასაშუალების მიერ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უფასო პოლიტიკური რეკლამის  განუთავსებლობას, რის მიზეზადაც მედიები სიძულვილის ენას ასახელებდნენ და აღნიშნა, რომ კონკრეტული რგოლი, ევროპული სტანდარტისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, არ შეიცავდა დარღვევას. ამასთან, მისივე თქმით, წინა არჩევნების ფარგლებში, სწორედ აღნიშნული მედიები ათავსებდნენ ეთერში პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც აშკარა სიძულვილის ენის შემცველი იყო: „თუ შინაარსობრივ ნაწილში დარღვევაა და პოლიტიკური რეკლამა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, ჩვენ რა თქმა უნდა შევდივართ შინაარსში, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც ჩვენ და არც სასამართლოს არ დაგვინახავს სამართალდარღვევა. სტანდარტი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ არის ევროპის საუკეთესო პრაქტიკა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა სიძულვილის ენის თვალსაზრისით. შესაბამისად, აღნიშნული სტანდარტის მიხედვით, ვიდეორგოლი, რომელზეც ვსაუბრობთ, არ ითვლება სიძულვილის ენის შემცველად. მეტსაც გეტყვით, ის მედიასაშუალებები, რომლებიც ამბობენ, რომ სიძულვილის ენის მიზეზით არ ათავსებენ რეკლამას, წინა არჩევნებისას თავადვე ათავსებდნენ იმ ტიპის რეკლამას, რომელიც აშკარად სიძულვილის ენად ფასდებოდა და ზღვარზე იყო სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტის მიხედვითაც კი.“ - განაცხადა კახა ბექაურმა და განმარტა, რომ აღნიშნული გარემოებებიდან და არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეკლამა როგორც კანონში, ისე სასამართლო პრაქტიკაში ჯდება და მაუწყებლები ვალდებულნი არიან ის ეთერში განათავსონ.

მედიებთან საუბრისას კახა ბექაურმა განაცხადა ისიც, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო კამპანიები სრულყოფილად და კანონის სრული დაცვით ჩატარდეს, რათა საზოგადოებამ მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს.


 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა სიახლეებია ქართულ ავიაბაზარზე - ლევან მოსეშვილი დეტალებზე

09.05.2025.23:40

ერთობლივი მუშაობის შედეგად საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან ახალი მიმართულებები დავამატეთ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა. ლევან მოსეშვილმა მიმდინარე წლის სანავიგაციო სეზონზე უკვე განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა და თქვა, რომ მოლოდინებია, რომ ქართულ ავიაბაზარს ახალი კომპანიები კიდევ დაემატებიან.

„ერთობლივი მუშაობის შედეგად ახალი მიმართულებები დავამატეთ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან. 4 ახალი ევროპული მიმართულება დაემატა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მოლაპარაკებები მიდიოდა ავიაკომპანია Air Serbia-სთან, რომ პირდაპირი ფრენები განხორციელებულიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბელგრადის მიმართულებით. მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე აქტიურად ჩართული იყო თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia და ერთობლივად ჩვენ შევძელით, ეს მოლაპარაკება შედგა და 15 ივნისიდან კიდევ ერთი ავიაკომპანია დაიწყებს საქართველოს ავიაბაზაზე ოპერირებას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ივნისიდან პირდაპირი ფრენები იწყება ლიონის მიმართულებით, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის ქომაგებისთვის. იცით, რომ ლიონში ჩვენი ნაკრების ბომბარდირი - გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ასევე გვერდით მდებარეობს სენტ ეტიენის, რომლის კლუბშიც ჩვენი ნაკრების მეორე სასახელო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი მოღვაწეობს წარმატებით. ასე, რომ ქართველ და არამარტო ფეხბურთის გულშემატკივრებს, შეუძლიათ უკვე მოემზადონ და დაჯავშნონ ბილეთები.

მინდა აღვნიშნო ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, რომელმაც პირდაპირი გზით ჩვენი დედაქალაქი იტალიის დედაქალაქთან დააკავშირა. ის ასევე, კვირაში ერთი სიხშირით, დაფრინავს იტალიის საკურორტო ქალაქ ფორლიში.

სიახლეებია აზიური ავიაკომპანიების მიმართულებითაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უზბეკურმა ავიაკომპანია Fly Khiva-მ დაიწყო ოპერირება ტაშკენტის მიმართულებით და ყაზახური Air Asta იფრენს ატირაუს მიმართულებით.

გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ ახალი კომპანიები შემოვლენ საქართველოს ავიაბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ის პრობლემები, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი იყო და ავიაკომპანიებისგან შემოდიოდა საჩივრები, რომ ხდებოდა რიგ შემთხვევებში ავიაკომპანიების დაყოვნება აეროპორტებში. ეს ძირითადად იყო ე.წ. „ინატ მგზავრების“ გამო. ესენი არიან ის მგზავრები, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება საზღვრის კვეთის. ამის გამო რეისები ყოვნდებოდა ხოლმე. ჩვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წინა კვირას გვქონდა ერთობლივი შეხვედრა შსს-სთან და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება და მინდა აღვნიშნო პოზიტივი, რომ გასული კვირის განმავლობაში და მიმდინარე კვირაში აღარ დაფიქსირებულა ფრენების შეყოვნება. თვითონ მგზავრებიც კმაყოფილები არიან და ჩვენც ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტივი“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა