მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციები საპორტო ინფრასტრუქტურაში, რათა ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები - ჯემალ ინაიშვილი

news image

ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიაზე, რომლის თემაც „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო  „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა ქვეყნისთვის არსებულ სატრანზიტო გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ინვესტირება საპორტო ინფრასტრუქტურაში, რადგანაც სხვა ქვეყნებს „მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურით შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია“.

„ზოგადად სავაჭრო ბრუნვას შედეგს თავისთავზე გრძნობს ლოგისტიკური კომპანიები. როდესაც ამ ვითარებაში ვიყურებით, რა შეიძლება მოკლევადიან და საშუალო ვადიან პერიოდში დადებითად აისახოს ჩვენზე, შემცირდება გადაზიდვის ფასები. რასაც ველოდებით და ეს აისახება, როგორც ექსპორტზე ისე იმპორტზე. მაგრამ საბოლოო ჯამში დასკვნების გაკეთება წინასწარ ძნელია. პირველივე რასაც წამოვჭრით, აშშ-ს მიერ დაწესებულია 10%-იანი ბაჟი. საერთოდ ეს ბიზნესი, ეს ინდუსტრია არ არის მორგებული საქართველოს ეკონომიკაზე და ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენი მეზობლების სომხეთის და აზერბაიჯანის და ბოლო პერიოდში ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკაზე და სავაჭრო ურთიერთობებზე სხვა ქვეყნებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციები საპორტო ინფრასტრუქტურაში. იმიტომ, რომ ჩვენ რომ ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები ეს ინვესტიციები რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ძალიან მალე ჩვენ შეიძლება სხვა საფრთხეების წინაშეც აღმოვჩნდეთ. მე არ შემიძლია ამაზე არ გითხრათ.ადრე თუ გვიან დასრულდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. ისინი აღადგენენ დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს და რისთვისაც სომხეთი ემზადება, თურქეთთან საზღვრის გახსნას და შესაბამისად ჩვენთვის უკვე კონკურენტული ხდება რიზეს და ტრაბზონის ნავსადგურები. ეს სერიოზული გამოწვევა იქნება ჩვენთვის, ვინაიდან ეს ნავსადგურები უფრო იაფია ჩვენს ნავსადგურებთან შედარებით. ამას ემატება კიდევ ის, რომ არსებობს სარკინიგზო კავშირი სომხეთსა და თურქეთს შორის. რომელიც ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან არსებობდა და რომელიც დაიკეტა ომის პერიოდში.ყოველ შემთხვევაში სომხები ამისთვის ემზადებიან და განიხილავენ თავის არამხოლოდ თავს ალტერნატიული პორტების საშუალებით განახორციელონ თავისი ექსპორტი და იმპორტი, არამედ მომავალში გახდნენ ასევე ტრანზიტული ქვეყანა. ესეც მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ძალიან მალე, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოხდება ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული შეთანხმება და თუ ეს საკითხი დადებითად გადაიჭრა დადგება საკითხი ირანისთვის სანქციების მოხსნაზე. ირანი კი არის ჩვენი ძირითადი კონკურენტი და იყო მანამდეც, ვიდრე მას დაუწესდებოდა სანქციები. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავისვა, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, რადგანაც ჩვენ მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურით შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია და შევინარჩუნოთ ის ტვირთნაკადები, რომელიც შუა დერეფანში არსებობს  და რომელიც შეგვიძლია, რომ მოვიზიდოთ.

ამასთან ჩვენი ძირითადი საკონტეინერო იმპორტის 60%-ი მოდის მეორად ავტომობილებზე. ეს ჩვენი ფუნქცია, როგორც ჰაბის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, რადგანაც ამან დაიმკვიდრა უკვე ადგილი. ეს უკვე არის შემდგარი ბიზნესი და ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა ტვირთნაკადის. დანარჩენი ტვირთები მოდის სამშენებლო მასალებზე, ფუნქციურ ტექნიკაზე და ასე შემდეგ. ეს პირდაპირ კავშირშია ბინათმშენებლობასთან და დეველოპერულ ბიზნესთან. ეს ორი მიმართულება სხვა მიმართულებებთან ერთად აუცილებელია, რომ იყოს უფრო მიმზიდველი და  ინვესტიციების შემოდინების წარმოები აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. რაც ნავსადგურებს გარანტიას აძლევს, რომ შეინარჩუნონ ტვირთნაკადი და შესაბამისად ხელი შეუწყონ ექსპორტს. რადგანაც ექსპორტის მხრივ გაქვს შედარებით მწირი შესაძლებლობები, რადგანაც ჩვენი ექსპორტი იმპორტის 20%-ია. ანუ ყველა იმპორტირებულ კონტეინერზე ვახდენთ მხოლოდ 20%-ით სავსე კონტეინერის ექსპორტს. ეს  ექსპორტი ძირითადად მოდის საქართველოზე, სომხეთზე და აზერბაიჯანზე და თანდათან ემატება ცენტრალური აზრია.

კიდევ ერთხელ მივუბრუნდები, რომ აუცილებლად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები, ინვესტიციების შემოდინება და მზად ვიყოთ ახალი ინფრასტრუქტურისთვის, რასაც ჰქვია ანაკლიის ნავსადგური და შემდეგი ინვესტიციები სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ვიცე-პრემიერმა დღეს ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსია გახსნა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი - „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.  ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

 

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

 

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ - ილჰამ ალიევი

07.04.2026.02:33

საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა საერთაშორისო საექსპორტო მარშრუტზე, რომლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.

„რაც შეეხება ენერგეტიკას, ბევრი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო ენერგოუსაფრთხოების სანდო მხარდამჭერი. დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. საუბარი გვქონდა არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წარმატებით მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. ეს ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით, განვავითარეთ და გავაფართოვეთ სატრანსპორტო დერეფნები. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს.

ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ფართომასშტაბიანია, მას ემატება ახალი თემები და პროექტები. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ამ ყველაფერს განვახორციელებთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას. ვუფრთხილდებით საერთო ინტერესებს და მეგობრობას, ეს არის კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით მუდამ. მინდა, ვუსურვო ქართველ ძმურ ერს მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა