მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

ჩვენთან ფასი როგორ წარმოიქმნება მაგას უკვე ფასის წარმოქმნა არ ჰქვია - დღევანდელი ჩვენი გათვლებით ჩვენ ფასს ემატება 185% - კომპანია „ალალის“ დამფუძნებელი ქსელურ მარკეტებზე

news image

ჩვენთან ფასი როგორ წარმოიქმნება მაგას უკვე ფასის წარმოქმნა არ ჰქვია, - განაცხადა ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი კომპანია „ალალის“ დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საუბრისას. 

გოჩა ღვინეფაძის განცხადებით, საბოლოო ჯამში მათი პროდუქტის ფასს დახლზე განთავსებისას ყველა ელემენტის და პროცედურის ერთობლიობით ემატება 185 %.

„შევედით რაღაც მარკეტში. აქედან ამ X ფასს ემატება რასაც ჩვენ ვეძახით ფასნამატს, რასაც შემდეგ ქსელურ მარკეტში ამატებენ. დაახლოებით 30-დან 40 %-მდეა ფასნამატი, მაგრამ მთავარი იწყება ამის შემდეგ. ის, რასაც ჩვენ ვეძახით „ქეშბექს“, „ქეშბექი“ არ არის ერთი კომპონენტი, „ქეშბექი“ შედგება ციფრების მთელი ერთობლიობისგან.

პირველი არის ფიქსირებული გადასახადი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში არის 20.5 %, ამის შედეგ ჩვენი ფასი ის დარჩა რაზეც შეთანხმებული ვართ, ფასნამატი ხომ არის 30 და 40% იმის გარდა ვიძახი. 20.5 % ეს არის ფიქსირებული „ქეშბექი“. ამის შემდეგ მოსდევს მარკეტინგის გადასახადი 15 %. ოღონდ ეს ნარჩენ ძირს არ აკლდება ეს ისევ საწყის ჩვენს ფასს აკლდება. ამას მოსდევს ლოიალობის 1 %. შემდეგ მოდის ციფრული მომსახურების 1 %. ამის შემდეგ არის 7.5% რაც მართლა ეკუთვნით და ლოჯისტიკის ხარჯია, იმიტომ რომ ყველა ქსელურ მარკეტს არ აქვს. ჯამში არის 45 %, ეს იმ ფასნამატის გარდა. ჩემს ფასს დააკლდა 45 %. ეს არის გაწერილი კონტრაქტით. ამაში არ შედის თაროზე განთავსების გადასახადი, არ შედის შესვლის გადასახადი მარკეტების მიხედვით. ასევე არ შედის გადასახადი, პროდუქციას რომ მივაწვდით ისე დახლზე ვერ ხვდება „მეჩიკი“ გვიყენია იქ, საწყობიდან რომ გამოიტანოს პროდუქტი ჩვენ ვუხდით დამატებით ხელფასს, არ შედის პალეტის გადასახადი და სააქციო ფასი.

შემდეგ მოდის დღგ-ს გადასახადი. დღევანდელი ჩვენი გათვლებით ჩვენ ფასს [ქსელურ მარკეტებში] ემატება 185% და ის 85 % საიდან მოიტანეთ ვერ გავიგე,“ - განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია საქართველო-ავსტრიის სავაჭრო ურთიერთობები - სტატისტიკა

17.04.2026.13:00

საქართველოსა და ავსტრიას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ავსტრიაში 238.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 509.8 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოდან ავსტრიაში ექსპორტი 53,2%-ით არის შემცირებული. ორი თვის სტატისტიკით ავსტრიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მცენარის სხვადასხვა ტიპის ნაყოფია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიაში ყიდის:

  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 79.2 ათასი დოლარი;
  • წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 71.5 ათასი დოლარი;
  • თესლი, ნაყოფი და სპორები დასათესად - 69.9 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 16.7 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1.1 ათასი დოლარი;

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ავსტრიიდან 11 498.0 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11 859.2 ათასი დოლარის. კლება 3,04%-ის დონეზეა.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიიდან ყიდულობს:

  • სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 1 732.2 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 966.3 ათასი დოლარი;
  • კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 830.7 ათასი დოლარი;
  • ჰიდროტურბინები, წყლის ბორბლები და მათი რეგულატორები - 701.5 ათასი დოლარი;
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 695.1 ათასი დოლარი;

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა