მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

ჩვენი ვარაუდია, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 100-მდე ქართულ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსით ისარგებლონ - ავთანდილ კასრაძე

news image

საქართველოს მთავრობის კვალიფიციური სტარტაპების მხარდაჭერის ფარგლებში, 2030 წლისთვის ინოვაციური ბიზნესების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 2 000-მდე გაიზრდება. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, ეს მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ სტარტაპებს, რომლებიც საქართველოში გადმოვლენ და საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობას დაიწყებენ. პროექტი შექმნის მინიმუმ 1,5 მილიარდი ლარის ბრუნვას და რამდენიმე მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე და ახალი, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სამუშაო ადგილების შექმნაზე.

„მოგეხსენებათ, საქართველო არის პატარა ქვეყანა, 3,7 მილიონი მოსახლეობით. ჩვენ 8 სტარტაპს უკვე მივეცით სტატუსი და წლის ჭრილშიც, რომ ვისაუბროთ ჩვენი ვარაუდია, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 100-მდე ქართულ, ინოვაციურ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, რომ ამ სტატუსით ისარგებლონ და ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად ვფიქრობთ, რომ ინოვაციური ბიზნესების რაოდენობა 2030 წლამდე 2000-მდე შეიძლება გაიზარდოს. აქ ვგულისხმობ მათ შორის, უცხოურ სტარტაპებს, რომლებიც გადმობარგდებიან საქართველოში, გახსნიან ქართულ კომპანიას და ქართულ კომპანიაში მოხდება მათი პროდუქტის შემდგომი განვითარება და გაყიდვა საერთაშორისო ბაზრებზე იმდენად კარგი ეკოსისტემაა. არ ვამბობ მხოლოდ საგადასახადო მიმართულებას, არამედ მთელი ეკოსისტემა -  დაფინანსებასთან წვდომა, საერთაშორისო ოთხი top აქსელერატორი : Five Hundred, Flag and Play, Founder Institute და Startupbootcamp არის საქართველოში, რომელიც შესაძლებლობებს აძლევს ფულთან ერთად ამ სტარტაპებს ჰქონდეს წვდომა უდიდეს network-ზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც  მომხმარებლების აყვანის კუთხით, ასევე პარტნიორების ყოფნის კუთხით, ასევე ინვესტორებთან კომუნიკაციის კუთხით. მტკიცება არ სჭირდება იმას თუ როგორი ბიზნეს გარემოა საქართველოში. ერთ-ერთი წამყვანია მთელს მსოფლიოში და ამას ამბობს არა მთავრობა, არამედ მსოფლიოში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მსოფლიო ბაკიდან დაწყებული, მონეტარული ფონდით გაგრძელებული და ა.შ. ყველაფერი ეს ერთობლიობაში ქმნის ძალიან საინტერესო შესაძლებლობას, რაც ნიშნავს რომ თუ 2000 სტარტაპი გვეყოლება ნიშნავს, რომ მინიმუმ 1.5 მილიარდი იქნება ამ სტარტაპების ბრუნვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში და ინვესტიციების რაოდენობა რამდენიმე მილიარდს გადააჭარბებს. ეს რა თქმა უნდა პირდაპირ აისახება თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე და ჩვენი ეკონომიკის სწრაფ გაზრდაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მომავალი თაობა და განათლების რეფორმაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით, რომ შეხვდეს მომზადებული, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, ახალი სამუშაო ადგილებს და იმ ჩარჩოდან გამოვიდეთ, რაც 30-40 წლის წინ ის პროფესიები, რომელიც პრესტიჟული იყო, დღეს შეუძლებელია ეს პროფესიები ისევ მოთხოვნადი იყოს და შესაბამისად ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა განათლების სექტორში გადადგმული ინიციატივები მნიშვნელოვანია რომ სწრაფად და  ბიზნესთან კვალდაკვალ განხორციელდეს“, - განმარტა ავთანდილ კასრაძემ. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1 მლრდ 689 000 მლნ დოლარი, რაც 2024 შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია - ირაკლი კობახიძე

12.03.2026.14:16

გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1 მლრდ 689 000 მლნ დოლარი, რაც 2024 შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 119 მილიონი დოლარით, 7,6%-ით გაუმჯობესდა წლიური მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

„მინდა შევეხო ეკონომიკურ საკითხებს, გამოქვეყნდა საქსტატის მხრიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები 2025 წლისთვის. ამ მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ინვესტიციებმა შეადგინა 1 მლრდ 689 000 მლნ დოლარი, რაც 2024 შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. 119 მილიონი დოლარით, 7,6%-ით გაუმჯობესდა წლიური მაჩვენებელი. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

ასევე, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ იანვარში დაფიქსირდა 7,9% ეკონომიკური ზრდა, რაც გვიმყარებს ოპტიმისტურ მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, რომ წელსაც, ისევე, როგორც წინა წლებში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაჭარბებით შესრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა