ჩვენი სურვილია ქართული კომპანიები ბაზარზე მაქსიმალურად გაძლიერდნენ მშენებლობის მიმართულებით - რევაზ სოხაძე
ჩვენი სურვილია ქართული კომპანიები ბაზარზე მაქსიმალურად გაძლიერდნენ მშენებლობის მიმართულებით, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, სამინისტრო მათ უყურებს როგორც პარტნიორებს, რადგანაც ბიზნესის ჩართულობის გარეშე პროექტები ვერ განხორციელდება.
„ჩვენ მართლაც ყოველდღიური კომუნიკაცია გაქვს ბიზნესთან. არის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია მათი დახმარებით, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები - ჩვენ მათ ვუყურებთ როგორც ჩვენს პარტნიორებს. იმიტომ, რომ მათ გარეშე ჩვენ ჩვენს პროექტებს ვერ განვახორციელებთ. თუმცა ჩვენ გაქვს ჩვენი მიდგომები, ჩვენი წესები, ჩვენი სტანდარტები, რომელსაც ისინი უნდა აეწყონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მათ შორის კარგი ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად არის ის, რომ შეიქმნას ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები - ესეც არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი და ამოცანა. ჩვენ საგზაო მიმართულებით მაქსიმალურად ყველა ტენდერში ვცდილობთ, რომ წავახალისოთ და შეიქმნას ხელსაყრელი პირობები იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა ამ ტენდერებში და მათ შორის დიდ ტენდერებში და მათაც შეიძინონ ეს გამოცდილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მათ შორის ცოდნაც დარჩეს ამ ქვეყანაში ყველა ამ პროექტის განხორციელების შემდგომ - ეს ვერ იქნება ცუდი გაგებით პროტექციონისტული მიდგომა, ჩვენ მიდგომა ხარისხთან, დროსთან, შესაბამის სტანდარტებთან დაკავშირებით ერთნაირი გვექნება ყველა კომპანიასთან - საერთაშორისო იქნება თუ ქართული, ეს იქნება მკაცრი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ქართული კომპანიები ბაზარზე გაძლიერდნენ მშენებლობის მიმართულებით“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოში კაკაოს იმპორტი 100%-ით არის გაზრდილი
12.01.2026.19:00
საქართველოში კაკაოზე მოთხოვნა იზრდება, რასაც მისი იმპორტის მაჩვენებლებიც ადასტურებს. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 13.2 ათასი დოლარის ღირებულების 0.8 ტონა კაკაოს მარცვალი იყიდა. ეს მაჩვენებლები კი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-იანი ზრდაა, რადგანაც საანგარიშო წელს ქვეყანამ 0,4 ტონა კაკაოს მარცვლის იმპორტი განახორციელა. საქართველოსთვის კაკაოს მარცვლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ნოდერლანდებია.
2025 წლის 11 თვის სტატისტიკით საქართველოში იმპორტირებული კაკაოს 75 პროცენტი სწორედ ნიდერნდებიდან იქნა შემოტანილი
ქვეყნები, სადაც საქართველომ კაკაოს მარცვალი იყიდა: