მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა იმ ენერგეტიკული პროექტების აჩქარება, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ ამოცანის განხორციელების პროცესში სახელმწიფოს ხედვასა და ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კომპონენტისგან შემდგარი, კომპლექსური ამოცანაა.
„პირველ რიგში, მიმდინარე ენერგო პროექტების აჩქარების სტიმულირება იყო ჩვენი მთავარი ამოცანა - რომ სახელმწიფოს შეეზღუდა ყველა შემაფერხებელი ბერკეტი, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ინვესტორებს ჰქონოდათ პროექტების განვითარების სამართლიანი პირობები. შეფერხებული პროექტების აჩქარების მიზნით მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, კონკრეტული დათქმით, დაკისრებული ჯარიმების პატიების შესახებ. მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს ისეთი მსხვილი ჰესების პროექტები, მათ შორის როგორიცაა - ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანჰესი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მსხვილი ჰესების პროექტების განხორციელების პროცესში საჭიროა კომუნიკაცია და გამჭვირვალობა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მუდმივი საუბარი ენერგეტიკის სექტორის ღირებულებაზე, თუ რას ნიშნავს ეს თითოეული მოქალაქისა და მთლიანად ქვეყნის მომავლისთვის. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია პროექტების სწორი მართვა და სწორი პარტნიორების შერჩევა იმისთვის, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული.
ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის თემაზე საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კიდევ ერთ მსხვილ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე.
„ეს არის ისტორიული პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს პირდაპირ ენერგეტიკულ კავშირს ევროკავშირთან. პროექტი რამდენიმე კუთხითაა მნიშვნელოვანი - ერთი მხრივ საქართელოსა და ევროპას შორის კავშირი, მეორე მხრივ ეს არის საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის უდიდესი საექსპორტო შესაძლებლობა - ვსაუბრობთ დაახლოებით 1200 მგვტ სიმძლავრის კაბელზე. პროექტმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო და შიდა ინვესტორებში - ისინი ხედავენ, რომ, გარდა იმისა, რომ საქართველოს შიდა მოხმარებისთვის სჭირდება გენერაცია, ამავდროულად გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები ბერკეტი, რითიც მათ შეუძლიათ საქართველოში მათ მიერ გენერირებულ ელექტროენერგიას საექსპორტო პოტენციალით შეხედონ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა ე.წ. მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან. მინისტრის შეფასებით, საქართველო თანამონაწილეა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ენერგეტიკული ინიციატივის, რომელიც პარალელური წყალქვეშა კაბელის პროექტს გულისხმობს, სადაც ექნება ასევე დიდი როლი და სივრცე იმისთვის, რომ შავი ზღვის კაბელის 1200 მგვტ-ს მიღმა ასევე მოახდინოს ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი ევროკავშირში.
„შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სახელმწიფომ ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად. მეორე მხრივ ჩვენ გადავდივართ თვისობრივად მართვის ახალ მოდელზე, რაც ურთიერთპასუხისმგებლობას და თანამშრომლობას გულისხმობს. ჩვენი ამოცანაა იმ თითოეული ენერგეტიკული პროექტის აჩქარება, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთოებისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2032 წლისთვის ₾7 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგელობის განახლების პროექტებში - მარიამ ქვრივიშვილი

13.12.2025.02:33

"სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს - საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 მლრდ ლარი გადანაწილდება ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა