მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან ეკონომიკის ზრდის პირობებში - ირაკლი კობახიძე

news image

გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერი - დებატები“.

რაც შეეხება პირველ და მეორე ბავშვს, მთავრობის მეთაურის თქმით, არის დრამატული კლება 2014 წლის შემდეგ, რაც სერიოზული პრობლემაა.

„რაც შეეხება სტატისტიკას მოქალაქეების მიგრაციის ნაწილში, აბსოლუტურად ზუსტია. ზუსტია ასევე უცხოელი მიგრანტების სტატისტიკა. საქსტატი ასახავს საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რამდენია მიგრანტი საქართველოში. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები უცხოელების რაოდენობა, ვინც საქართველოში ერთ წელზე მეტი ხნის ვადით ცხოვრობს, 257 000-ია. აქ შედიან მათ შორის, არალეგალებიც.

რაც შეეხება ცდომილებას, ლოგიკური აცდენა არის, ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა - ხარვეზებით იყო ჩატარებული 2014 წლის საყოველთაო აღწერა. ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ საპენსიო მაჩვენებლები, რამდენი პენსიონერია საქართველოში და როგორ იზრდებოდა ეს მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში. შეგვიძლია ამოვიღოთ სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების რაოდენობა. აშკარად ჩანდა, რომ 3 700 000 ვერ იქნებოდა ჩვენი მოსახლეობა. შესაბამისად, 2014 წლის საყოველთაო აღწერა ჩატარდა არასწორად, არასწორი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ეს დაზუსტდა. მოსახლეობის მატება რეალურად, არ გვაქვს. მოიკლო მოქალაქეების რაოდენობამ და ეს შეივსო უცხოელის მიგრანტების ხარჯზე. ეს არის რეალობა.

დემოგრაფიის ნაწილში, გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული. რაც შეეხება პირველ და მეორე ბავშვს, არის დრამატული კლება 2014 წლის შემდეგ, რაც სერიოზული პრობლემაა. სოციალური მიზეზი არ აქვს შობადობის კლებას, აქ მთავარი მიზეზი არის იდეოლოგიური. ქორწინების ნაწილში გვაქვს მკვეთრი კლება. ეკონომიკა დაარეგულირებს მიგრაციის ნაწილს, ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან ეკონომიკის ზრდის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ სხვა მიმართულებით არის სამუშაო. მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია კეთილდღეობის დონე, მით უფრო ნაკლებია შობადობა. ყველაზე ღარიბ ქვეყნებში არის ყველაზე მაღალი შობადობა. ღაზას სექტორი იყო მეორე ადგილზე შობადობის თვალსაზრისით, სადაც მშპ სულ მოსახლეზე 500 დოლარია“, - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image გამჭვირვალედ ვსაუბრობთ, რომ არცერთი ფორმის გარანტია [Eagle Hills-ის პროექტზე], არც ფინანსური, არც იურიდიული ინვესტორისთვის არ მიგვიცია - მარიამ ქვრივიშვილი

07.03.2026.22:34

ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“ „იგლჰილსის” პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს პროექტი არის ისტორიული მოცულობის ინვესტიცია. 

„ეს არის ორი უმაღლესი სტანდარტის კომპლექსი, სადაც უმაღლესი სტანდარტის განთავსების ობიექტები აშენდება, გონიოს ტერიტორიაზე მოეწყობა სრულიად ახალი ტურისტული პროდუქტი, რომელიც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს იახტკლუბის სახით. ამავდროულად მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცეები, რომელიც დღეს არცერთ ტერიტორიაზე არ არის, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. 

ჩვენ გამჭვირვალედ ვსაუბრობთ, რომ არცერთი ფორმის გარანტია, არც ფინანსური, არც იურიდიული ინვესტორისთვის არ მიგვიცია. საქართველოს ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ აქვს ინვესტორთან როგორ მოიზიდავენ ისინი ამ თანხას. ინვესტორი ვალდებულია მოიზიდოს სრულიად ის თანხა, რომელიც პროექტის განვითარებას სჭირდება, ნულოვანია სახელმწიფოს ვალდებულება. ეს არის უნიკალური პროექტი, იმიტომ რომ სახელმწიფომ შეძლო დამატებით დარჩენილიყო თანამესაკუთრე ასეთი მნიშვნელოვანი მიწების“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა