მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს დაახლოებით 7,5 პროცენტით გაიზრდება - ვახტანგ ცინცაძე

news image

„ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს იქნება იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვარაუდობენ. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს დაახლოებით 7,5 პროცენტით გაიზრდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ის კონკურენტული  უპირატესობა, რაც საქართველოს აქვს შუა დერეფნის განვითარების კუთხით. ვახტანგ ცინცაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მაღალ კაპიტალურ ხარჯებზე, რომელთაც, მისი ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული იქნება.

მინისტრის მოადგილემ ასეთ პროექტებს შორის დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტ და სხვა. „ეს პროექტები საქართველოს ეკონომიკის მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის, ხელს შეუწყობს ეკონომიკაში კერძო ინვესტიციების მოზიდვას, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების დონეს აამაღლებს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ანგარიშში „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი" 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდეა გაზრდილი. ეს მაჩვენებელი ევროკომისიის მიერვე გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს 1.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა

19.11.2025.11:09

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 835.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტით გაიზარდა და 2 641.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (569.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (241.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (224.9 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 291.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 217.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 191.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.3 პროცენტი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა