ჩვენი მხრიდან ცალსახად ხაზი გაესვა მოტივაციას და ჩვენს მიზანს, რომ გავზარდოთ პირდაპირი ინვესტიციები საამიროებიდან საქართველოს მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე
ჩვენს ქვეყანაში ამხელა მოცულობის ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა. ექვსი მილიარდიდან, ექვს ნახევარ მილიარდ დოლარამდე მერყეობს ინვესტიციის მოცულობა, რომელიც გულისხმობს ორი უმსხვილესი პროექტის განხორციელებას გონიოსა და დედაქალაქში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის შეჯამებისას.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ამ ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკის სტაბილურ, მდგრად განვითარებაზე, ასევე დასაქმებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე უდიდესი გავლენა ექნება.
„ჩვენი მხრიდან ცალსახად ხაზი გაესვა ჩვენს მოტივაციას და ჩვენს მიზანს, რომ გავზარდოთ პირდაპირი ინვესტიციები საამიროებიდან საქართველოს მიმართულებით. ბევრი ვისაუბრეთ ტურიზმის, ავიაციის და სხვა მომიჯნავე სექტორების განვითარებაზე და ვფიქრობ, რომ აღნიშნული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან ფუნდამენტს შექმნის უახლოეს მომავალში ხელშესახები შედეგების მისაღებად.
ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს, როგორც ქვეყნის, განვითარების გზა ფასდება ძალიან დადებითად. ის, რომ საქართველომ შეძლო და შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ის, რომ გასულ წელს 9,4% იყო ეკონომიკური ზრდა, ორი წლის წინ კი 9,7% და ის, რომ მიმდინარე წელს პირველი 8 თვის განმავლობაში 8%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ცხადყოფს იმ სწორ პოლიტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. რა თქმა უნდა ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ინვესტორებს უჩნდებათ ძალიან დიდი ნდობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
21.09.2025.21:17