ჩვენი მიზანია, სწორად შევისწავლოთ, რა შესაძლებლობაა, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის ოპტიმიზაცია შევძლოთ - მოვისმინეთ სხვადასხვა წინადადება, გავაგრძელებთ მათთან მუშაობას | შოთა ბერეკაშვილი სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრაზე
მომხმარებელზე. მოვისმინეთ სექტორიდან სხვადასხვა წინადადება, გავაგრძელებთ მათთან მუშაობას, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა დღეს სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენი მიზანია, სწორად შევისწავლოთ, რა პროცესებია ფასწარმოქმნის ჯაჭვში, რა შესაძლებლობაა იმის, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის ოპტიმიზაცია შევძლოთ, რაც საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ აისახება სამომხმარებლო პროდუქტებისა და სწრაფი მოხმარების საგნების ფასების შემცირებაზე. საბოლოო ჯამში მივიღებთ უფრო კონკურენტულ გარემოს, სადაც გვექნება ფასების შემცირების დინამიკა და ეს დადებითად აისახება მომხმარებელზე. მოვისმინეთ სექტორიდან სხვადასხვა წინადადება, გავაგრძელებთ მათთან მუშაობას. პარლამენტში შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც დისტრიბუტორებთან, იმპორტიორებთან, მწარმოებლებთან ერთად იმუშავებს აღნიშნულ საკითხზე“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
30.04.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1500 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6916 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6916 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1500 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1499 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.