მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.6
0.0029
flag
AZN 1.5868
-0.0001
flag
CNY 38.307
0.0024
flag
EUR 3.1726
0.0045
flag
GBP 3.621
0.0123
flag
KZT 52.32
-0.0002
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6978
-0.0003

ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რათა უზრუნველვყოთ დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდა - ვახტანგ ცინცაძე

news image

„2025 წლის განმავლობაში ეკონომიკის მაღალი ზრდის ტენდენცია დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდაზე აისახა. კერძოდ, 2025 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-თ გაიზარდა და 2,271.6 ლარი შეადგინა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. „საქსტატის" ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რეალური ხელფასის (ინფლაციის გამორიცხვით) ზრდა 2025 წლის მესამე კვარტალში 5.6 პროცენტს გაუტოლდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ხელფასების ზრდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გამოიკვეთა. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, გამორჩეულად მაღალი ზრდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, მშენებლობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტირება და დასაწყობების სექტორებში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნეს, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2025 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5%-ით (230.8 ლარით) გაიზარდა და 2,420.9 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.3%-ით (187.4 ლარით) გაიზარდა და 2,000.9 ლარი შეადგინა. „ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რათა უზრუნველვყოთ დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.6 მილიარდს მიაღწევს, ხოლო 2026 წელს - $4.9 მილიარდს - Galt & Taggart

16.12.2025.16:47

ჩვენი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.7%-ით გაიზარდა და 305 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. Galt & Taggart-ის ცნობით, ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+4.9% წ/წ).

„ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს და 4.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება 2026 წელს“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა