მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

ჩვენი მიზანია, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა - ვახტანგ ცინცაძე

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ოქტომბრის თვეშიც შენარჩუნებულია - ზრდამ 6% შეადგინა. რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის პერიოდს, 10 თვის საშუალო ეკონომიკური მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა. 

ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური ზრდა, ისევე, როგორც გასულ თვეებში, ოქტომბრის თვეშიც სექტორულ ჭრილში საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო.

„ოქტომბრის თვის ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე დამამუშავებელი მრეწველობის, ჯანდაცვის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების და სხვა სექტორებმა. რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის პერიოდს, მაღალ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები იყო, ასევე რეკორდული მაჩვენებელები გვაქვს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ოქტომბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 7.0%-ით გაიზარდა, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ კი 6,075 ერთეული შეადგინა. ამასთან, 2025 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში ექსპორტი 6.8 %-ით გაიზარდა და 5.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით) ზრდა 4.6%-ს გაუტოლდა.

„საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, ამას უზრუნველყოფს ის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც ეკონომიკური ზრდის და ამ ტემპების შენარჩუნების კუთხით საქართველოს მთავრობა ახორციელებს", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალისამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა - ეს არის ჩვენისაზრუნავი | მარიამ ქვრივიშვილი

14.03.2026.17:23

„ამბასადორი აილენდ ბათუმის" პროექტი არის ახალი სიტყვა საქართველოსმშენებლობისა და არქიტექტურის ისტორიაში, რადგანაც პროექტის დასრულებისშემდეგ მივიღებთ 84 ჰექტარზე განთავსებულ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს დაერთ ხელოვნურ კუნძულს,  რომლის ნახევარიც რეკრეაციული ზონა იქნება, -  ამისშესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმაბათუმის ხელოვნურ კუნძულზე პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლურიკაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა. პირველი ცათამბჯენისინვესტიცია  200 მლნ აშშ დოლარი იქნება. 

დღეს გვაქვს პატივისაფუძველი ჩავუყაროთ პირველ ცათამბჯენს ბათუმისხელოვნურ კუნძულზერომელიც ახალი ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლო გახდებატრადიციულად შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ იმ სიკეთეებზეთუ რა მოაქვს200 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარისრეგიონისთვისშეიქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილიასევე უნიკალურიარქიტექტურა და ახალი მიზიდულობის ცენტრითუმცაყოველივე ეს ჩვენმასაზოგადოებამ ძალიან კარგად იცისრადგან კომპანიათავის მხრივხშირადსაუბრობს ამ პროექტის ღირებულებებზეისევე როგორც სიკეთეებზე", - აღნიშნამარიამ ქვრივიშვილმა.

ქვეყნის მიმზიდველობა განაპირობებს მსგავს პროექტებსმსგავსი პროექტებისგანვითარება კი ზრდის ქვეყნის მიმზიდველობასსწორედ ესაა თანამშრომლობისფორმულარომელიც მშვიდობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილიაროცა ყველამოგებულია და შეთანხმება ყველასთვის ხელსაყრელიასწორედ ეს არის ჩვენიხელისუფლების ხედვაჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობაახალისამუშაო ადგილებიმდგრადი დასაქმების შესაძლებლობა, - ეს არის ჩვენისაზრუნავირომელიც ყოველთვის გვახსოვს და რაც არის ჩვენი მთავრობის მთავარიგანმსაზღვრელიზრუნვა ჩვენს ხალხზეზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე და ზრუნვაჩვენს ხვალინდელ დღეზე ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა

კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმისპროექტის ფარგლებში ტერიტორიაზერომლის 49% რეკრეაციულ ზონას დაეთმობაასევე იგეგმება პირველისაერთაშორისო სტანდარტის იახტკლუბისსაგანმანათლებლო დაწესებულებების,სავაჭრო ცენტრებისსასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტებისმშენებლობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა