მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.7
-0.0048
flag
AZN 1.5729
0.0001
flag
CNY 39.086
0.016
flag
EUR 3.1544
0.0039
flag
GBP 3.6191
0.0055
flag
KZT 53.5
0.0029
flag
TRY 0.0609
0
flag
USD 2.6741
0.0001

ჩვენი მიზანია,კიდევ უფრო გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც რეგიონის დამაკავშირებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო ჰაბის როლი - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წინანდალში საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის მე-7 ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესში სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებისა და ამ კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი საერთო უპირატესობა და შესაძლებლობა გეოგრაფიულ სიახლოვეში, გაუმჯობესებულ სატრანსპორტო კავშირებსა და ეფექტურ საჰაერო მიმოსვლაშია, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბიზნესებს შორის მჭიდრო კავშირებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას და, ამასთანავე, ხელსაყრელ პირობებს ქმნის სამივე ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაფართოებლად. ამ უპირატესობებზე დაყრდნობით, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც რეგიონის დამაკავშირებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო ჰაბის როლი", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ უკვე ათწლეულზე მეტია, საქართველოს მთავრობისთვის ეს სტრატეგიული პრიორიტეტია. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2032 წლისთვის მთავრობა 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის მობილიზებას გეგმავს ძირითად სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში, რაც ასახავს სტრატეგიულ ხედვას ქვეყნისა და ფართო რეგიონის მასშტაბით კავშირების მოდერნიზების შესახებ.

კიდევ ერთი მსხვილი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც მინისტრმა ვრცლად ისაუბრა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტია. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა ტვირთბრუნვის გაძლიერებისა და საქონლის მოძრაობის ხელშესაწყობად, რაშიც დიდი როლი ანაკლიის პორტს ექნება.

ბიზნესფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თანაორგანიზატორები კი Azpromo (აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო) და Deik (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო).

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ზღვის ფსკერის ტექნიკური კვლევის ჩატარების ტენდერის მასალების მომზადებას ითვალისწინებს - ინგა ფხალაძე

26.02.2026.17:57

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინგა ფხალაძის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა" და იტალიურ საკონსულტაციო კომპანია „CESI"-ის შორის ხელშეკრულებას, რომელიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ზღვის ფსკერის ტექნიკური კვლევის ჩატარების ტენდერის მასალების მომზადებას ითვალისწინებს.

„ხელშეკრულების თანახმად, მოხდება შავი ზღვის ფსკერის კვლევა, რაც გულისხმობს ფსკერის გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას, რომელიც განსაზღვრას, თუ რა სახით განლაგდება კაბელის ზღვის ფსკერზე. გარდა ამისა „CESI"-ს უკვე ჩატარებული აქვს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რამაც დაადასტურა, რომ ის ამ მაჩვენებლებით შესრულებადია. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო ნამდვილად იფუნქციონირებს ჩვენს რეგიონში ენერგეტიკულ ჰაბად, რაც საქართველოსა და ევროპას, სხვა ქვეყნების მონაწილეობითაც ერთმანეთთან დააკავშირებს", - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ხელშეკრულება გულისხმობს სატენდერო სამუშაოებისთვის დიზაინის და ზუსტი ჩამონათვალის განსაზღვრას, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება ტექნიკური კომპანიისთვის, რომელიც შავი ზღვის ფსკერის კვლევის სამუშაოებს შეასრულებს.
საქართველო-რუმინეთს შორის დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობა საქართველოსა და ევროპას შორის ელექტროენერგიის ვაჭრობას, ტრანზიტს, იმპორტსა და ექსპორტს ითვალისწინებს. ინგა ფხალაძე ხაზს უსვამს პროექტის დიდ მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის - მისი შეფასებით, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის კუთხით არამხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენს რეგიონს ახალ შესაძლებლობას აძლევს.
„ჩვენ ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ენერგეტიკული ჰაბია თავისი დანიშნულებით და ადგილმდებარეობით. აქამდე შესრულებული კვლევების თანახმად, 2029 წელს უნდა დასრულდეს ყველა სამუშაო, მათ შორის - ფსკერის კვლევა, გეოფიზიკური თუ ასევე სპეციალური ლიცენზიების და ნებართვების მოპოვება ამ აკვატორიაში. რაც შეეხება თავად პროექტს, 2032 წელს მან უკვე ფუნქციონირება უნდა დაიწყოს", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა