მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას - ინგა ფხალაძე

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ საქართველოს კლიმატის და განვითარების ანგარიშის განხილვაში. ანგარიში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეეხო განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებას და ენერგეტიკული გამოწვევების დაძლევას საქართველოში.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის ამბიციური მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ენერგეტიკის დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატი შეადგინოს, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია. ინგა ფხალაძის თქმით, მთავრობამ გადახედა ენერგოგენერაციის პროექტების განვითარებასთან დაკავშირებულ ვადაგადაცილებულ მემორანდუმებს და სამშენებლო ნებართვებს და პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზა,   გააგრძელონ მუშაობა განახლებული ვადებითა და პირობითი საჯარიმო შეღავათებით, ან გაათავისუფლონ საპროექტო არეალები, რათა ახალმა ინვესტორებმა შეძლონ მუშაობის დაწყება. „ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ და სანდო დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ. 

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასა და ადგილობრივი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულთან მაქსიმალურ ჰარმონიზებაზე.

რეგიონულ თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობას. მან აქცენტი გააკეთა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი. ინგა ფხალაძის თქმით, ამ პროექტების მეშვეობით მოხდება საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიკაცია და სისტემის საერთო მდგრადობის ზრდა.

„ჩვენთვის რეგიონული ინტეგრაცია მხოლოდ ვაჭრობას არ ეხება და მოიცავს უსაფრთხოებასაც. უფრო ურთიერთდაკავშირებული სისტემა უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას, დაბალანსების მეტ ვარიანტს და მაღალ საიმედოობას. ის ეროვნული ბაზრებს რეგიონულ შესაძლებლობათა პლატფორმებად აქცევს და ამავდროულად აძლიერებს მიწოდების უსაფრთხოებას. რეგიონული ინტეგრაცია აძლიერებს ბაზრებს, ხსნის გზას ინვესტიციებისკენ და უზრუნველყოფს სუფთა ენერგიის საიმედო მიწოდებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას - თამარ იოსელიანი

16.04.2026.21:51

„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის. ამასთან, თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით არსებულ გლობალური ტურიზმის ტენდენციებზე.

„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს - მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე,  კურორტის შემდგომი,  კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ - სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის " - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აბასთუმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაზე - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაზე, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე.მისი თქმით, ცვლილება ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა