მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7053.7
0.0052
flag
AZN 1.5907
0.0029
flag
CNY 37.984
0.0068
flag
EUR 3.1798
0.0119
flag
GBP 3.68
0.0201
flag
KZT 50.04
0.0013
flag
TRY 0.0655
0.0002
flag
USD 2.7051
0.0049

ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შუა დერეფანი გავხადოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი - შოთა ბერეკაშვილი

news image

მსოფლიოს ეკონომიკის მოდელის გადაწყობას თან ერთვის მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა - იქმნება ახალი მიწოდების ჯაჭვები და ამ ნაწილში შუა დერეფანი ახალი მიწოდების ჯაჭვის განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ყველა ტიპის გადაზიდვების ერთ სისტემაში ჰარმონიზაცია უნდა მოვახდინოთ.

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შუა დერეფანი გავხადოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლოთ აეროპორტების, პორტების, სარკინიგზო  და საავტომობილო გადაზიდვების ჰარმონიზაცია  ერთ სისტემაში. ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნული სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზაცია. ამის ნათელი მაგალითია, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, რომელიც მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს გადაზიდვების ზრდას, ასევე აუცილებელია სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაცია, ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს.

ყოველივე ეს შექმნის ქვეყნისთვის კონკურენტულ უპირატესობას და ჩვენი დერეფანი გახდება უფრო მეტად მიმზიდველი. ეს არა მარტო ლოგისტიკა, ტრანსპორტის სექტორის მიმართულებით ზრდას გამოიწვევს, ასევე იქნება ზურგის ქალი ისეთი სექტორების განვითარებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, დეველოპმენტი, მშენებლობა. ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მესამედია და თუ ჩვენ შევძლებთ სწრაფი ზრდის უზრუნველყოფას ამ მიმართულებით კარგი ეკონომიკური ზრდა გვექნება შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში და აუცილებელია აღნიშნულზე მოვახდინოთ კაპიტალიზაცია” - აღნიშნა  პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს საკვანძო ადგილი შავი ზღვის აუზში „მწვანე" წყალბადის ტრანსპორტირებისა და ვაჭრობისთვის - ინგა ფხალაძე

15.09.2025.17:34

"საქართველოს გამორჩეული გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობა მას ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივ ენერგეტიკულ დერეფნად აქცევს. ჩვენ „მწვანე" წყალბადს განვიხილავთ, როგორც საკვანძო შესაძლებლობას აღნიშნული როლის გასამყარებლად, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოს „მწვანე" წყალბადის საგზაო რუკა და სამოქმედო გეგმა. შეხვედრა, ჰიბრიდულ რეჟიმში, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით გაიმართა. 

„ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს საკვანძო ადგილი შავი ზღვის აუზში „მწვანე" წყალბადის ტრანსპორტირებისა და ვაჭრობისთვის. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად შევიტანოთ წვლილი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის წყალბადის პლატფორმის ჩამოყალიბებაში, ჩვენს მეზობლებთან და ევროკავშირთან პარტნიორობით," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.  

შეხვედრაზე სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიტა არაბიძემ წარადგინა „მწვანე" წყალბადის საგზაო რუკის პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა „მწვანე" წყალბადის წარმოების განვითარებას, ინფრასტრუქტურის შექმნას ტრანზიტისა და საექსპორტო მარშრუტებისათვის, ასევე ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებით. 

სამუშაო შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ადნან თარინი. სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის", ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, აგრეთვე ენერგეტიკული კომპანიების, აზიის განვითარების ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა