დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
04.09.2025.15:00
საქართველოში ნაყინის იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 1 098.0 ტონა ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები შემოიტანა, რაშიც 5 758.9 ლარი გადაიხადა. 2024 წლის 7 თვეში ნაყინის იმპორტი 907.8 ტონას შეადგენდა. შესაბამისად იმპორტი 21%-ითაა გაზრდილი.
საქართველოში იმპორტირებულ ნაყინში დიდი წილი უკრაინაზე და თურქეთზე მოდის.
TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო ნაყინს ყიდულობს:
უკრაინა - 315.8 ტონა;
თურქეთი - 249.8 ტონა;
სომხეთი - 139.9 ტონა;
რუსეთი - 90.4 ტონა;
საფრანგეთი - 79.2 ტონა;
საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ნაყინის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება.