ჩვენი ხელისუფლების მთავარი პოლიტიკაა, ძალიან სწორი ბალანსით, ღია დიალოგით, სწორი გამოსავალი ვნახოთ იმისთვის, რომ გაიაფდეს პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ქართული პროდუქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას - მარიამ ქვრივიშვილი
ჩვენი ხელისუფლების მთავარი პოლიტიკაა, ძალიან სწორი ბალანსით, ღია დიალოგით, სწორი გამოსავალი ვნახოთ იმისთვის, რომ გაიაფდეს პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ქართული პროდუქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში, გადაცემაში „დებატები“.
„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დეტალური ანალიზი, რა იწვევს ფასების ამგვარად ზრდას და ჩვენ უკვე მედიაშიც ღიად ვისაუბრეთ, რომ დაახლოებით 86%-იან ფასნამატზე გვაქვს საუბარი საზღვრიდან ტარომდე და ძალიან კონკრეტულად გვაქვს იდენტიფიცირებული ის 9 პუნქტი, რომელი პირდაპირ აისახება ფასნამატზე.
ხშირად აღვნიშნეთ და მათ შორის, ეს საკითხებია, რაც იდენტურად დადასტურებულია იმ შეხვედრებიდან, რაც უკვე გვქონდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. პროცესი ძალიან გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, ყველა მოთამაშეს შევხვდით ფაქტობრივად ამ ჯაჭვში და დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით ქსელური მარკეტების სახით წარმოუდგენელია 9 ტიპის გადასახადი და თუ შევადარებთ სახელმწიფოს, იცით, რომ სახელმწიფოს 6 გადასახადი აქვს, თუ მათ შორის ჩავთვლით ქონების გადასახადს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბმაშია და პირდაპირ პროპორციულად ისახება ფასების ზრდაზე. მათ შორის, ერთ-ერთმა გამომსვლელმა ნამდვილად სწორად გაუსვა ხაზი, რომ ეს პირდაპირ ისახება იმაზე, რომ ქართული წარმოების პროდუქცია ნაკლებად გვხვდება ქართულ ქსელურ მარკეტებში.
ჩვენი ხელისუფლების მთავარი პოლიტიკა არის ის, რომ პირველ რიგში ძალიან სწორი ბალანსით, ღია დიალოგით, სწორი გამოსავალი ვნახოთ იმისთვის, რომ გაიაფდეს პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ქართული პროდუქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ვიხილოთ ქართული პროდუქცია ქსელურ მარკეტებში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველომ იანვარ-თებერვალში $17.3 ათასის ღირებულების თაფლის ექსპორტი განახორციელა
03.04.2026.19:00
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 17.3 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა და გაყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის ორ თვეში საქართველოდან ექსპორტზე 0,4 ტონა თაფლი გავიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0,5 ტონა. შესაბამისად მიმდინარე სტატისტიკა 20%-იან კლებას აჩვენებს.
საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის დიდი ნაწილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიყიდა.
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში წარმოებული თაფლის სულ ორ ბაზარზე გაიყიდა: