მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

ჩვენი ინტერესია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სლოვაკური ინვესტიციების გაზრდას საქართველოში - ლევან დავითაშვილი

news image

„დღეს საქართველო არის საინვესტიციო ადგილი, სადაც დაბალი გადასახადებთან ერთად დაგხვდებათ შემცირებული რისკები, ლიბერალური ბიზნესგარემო, ხელმისაწვდომობა მწვანე ენერგიასთან და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით წვდომა ბაზრებზე ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობით" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრატისლავაში, ქართულ-სლოვაკურ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ლევან დავითაშვილის შეფასებით, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ათწლეულების მანძილზე დამყარებული განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის პარტნიორული და საქმიანი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

 

„წელს აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი. მოხარული ვარ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს და ორმხრივი თანამშრომლობის წინსვლას მრავალ სფეროში. ქართველი ხალხის სახელით მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ღრმად ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.  ველით, რომ თქვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გაძლიერდება და დაეხმარება საქართველოს, წარმატებით წავიდეს წინ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისკენ" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა სლოვაკეთთან  სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც, მინისტრის ინფორმაციით, აქტიურად ვითარდება და სავაჭრო ბრუნვაც, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად იზრდება. ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობაზე და აღნიშნა, რომ  ფორუმი დამატებითი, ძალიან კარგი  პლატფორმაა ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების შემდგომი გაღრმავებისა და ინვესტიციების ზრდისთვის. თავის გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, ქვეყნის წარმატებებზე, მსხვილ პროექტებზე და ყველა იმ მიმართულებაზე, რაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ფორუმში მონაწილე ინვესტორებისთვის.

 

ბრატისლავაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში, ლევან დავითაშვილთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში"  დირექტორი მიხეილ ხიდურელი,  საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და  საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთში ნოდარ გიორგაძე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა გაძვირდა და რა გაიაფდა - სექტემბრის სტატისტიკა

03.10.2025.11:22

 

წლიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ატმის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად პომიდორი  გაიაფდა. 

როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის სექტემბერში  2024 წლის სექტემბერთან შედარებით ატამი 84,54%-ით გაძვირდა, ხოლო პომიდორი 16,99%-ით გაიაფდა.

გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ატამი - 184,54%
  • ლიმონი - 181,91%
  • ქლიავი - 179,06%
  • მსხალი - 161,12%
  • მწვანე ლობიო - 155,16%

5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:

  • პომიდორი - 16,99%
  • ბრინჯი - 10,42%
  • ქიშმიში - 8,01%
  • ხახვი - 7,65%
  • სიმინდის ფქვილი - 4,66%

2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა