მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7117.3
0.0059
flag
AZN 1.6098
-0.0004
flag
CNY 38.112
0.0114
flag
EUR 3.1061
0.0137
flag
GBP 3.6955
0.0273
flag
KZT 53.52
-0.0053
flag
TRY 0.0701
-0.0003
flag
USD 2.7376
-0.0007

ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა - ლევან დავითაშვილი

news image

მოგეხსენებათ, ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა. ჩვენ გვაქვს ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ ინტეგრაციის დღის წესრიგს გულისხმობს. ამ დღის წესრიგის განხორციელებას ემსახურება ყველა ინსტიტუცია, ყველა სამთავრობო ინსტიტუცია, ყველა სამინისტრო და სააგენტო", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევრონიუსთან საუბარში

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კოორდინაციას უწევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის დღის წესრიგს, რომელიც საკმაოდ ფართოა. „ჩვენ უკვე მოთხოვნების თითქმის 60% შევასრულეთ. აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს ეკონომიკაში და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და სხვა. ეს არის პრიორიტეტული დღის წესრიგი, რომელიც კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება. ჩვენ სრულად ვართ ორიენტირებული DCFTA-ის განხორციელებასა და ინტეგრაციის პოლიტიკაზე. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ სრულად ვართ  მიმართული ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განსახორციელებლად. ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ ამ რეფორმების და ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა შედეგებით დაბრუნდა ქართული ბიზნესი ლონდონში გამართული ბიზინეს ფორუმიდან

23.05.2025.23:00

მსოფლიოში არის გლობალური კონკურენცია ინვესტიციებზე, შეიძლება საქართველო ვიღაცისთვის პატარა ბაზარია და არ იყოს საინტერესო, ამიტომ არის, რომ ჩვენ ჩვენი განსხვავებულობა, ჩვენი კონკურენტუნარიანობა კარგად უნდა წარმოვაჩინოთ, - აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომელმაც ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე ისაუბრა, სადაც ქართულ კომპანიებს და ბიზნესს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი პროექტები და გეგმები წარედგინათ.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისთვის. ყველაში მე ვგულისხმობ ვისაც ეს ეხება და ეს სახელმწიფო სტრუქტურებია ცხადია, არამედ ჩვენც, მათ შორის ბიზნეს ასოციაციას. ბიზნეს ასოციაცია ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციაა და შესაბამისად მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი არის ის, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი მისია, რომ იყოს მოზიდული ინვესტიციები, ბიზნესების განვითარება, ადგილობრივი ბიზნესების ჩართულობა, ახალი პროექტები, ახალი სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდა. ეს არის ჩვენი მისია და ეს იყო ის, რითაც ვიყავით წარდგენილები ბრიტანეთში გამართულ ფორუმზე. ცხადია მსოფლიოში არის გლობალური კონკურენცია ინვესტიციებზე, შეიძლება საქართველო პატარა ქვეყანაა და ვიღაცისთვის პატარა ბაზარია და არ იყოს საინტერესო, ამიტომ არის, რომ ჩვენ ჩვენი განსხვავებულობა, ჩვენი კონკურენტუნარიანობა კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. ერთ-ერთი ეს არის ბაზრებზე წვდომა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ჩვენ რამდენიმე მილიარდიან ბაზრებთან გვაკავშირებს. თუმცა ამის გარდა, რითაც ჩვენ ფორუმზე წარვდექით ეს იყო სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, გამართული საგადასახადო-საბაჟო სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. და იმავდროულად ის წამახალისებელი სქემები, რომელიც სახელმწიფოს აქვს. ეს იყოს ის ნაწილი, რომელზედაც საუბრობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს ხელმძღვანელი, თუმცა ბიზნესი საუბრობდა იმ პროექტებზე, რომელიც მათ კონკრეტულად აქვთ და ახორციელებენ და რომელიც შეიძლება იყოს საინტერესო. სექტორები, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორებია, რომელსაც შეუძლიათ სერიოზული კონტრიბუცია გასწიონ ეკონომიკური ზრდისთვის და ინვესტიციების მოზიდვისთვის. მათ შორის არის ენერგეტიკა, უძრავი ქონების ბაზარი, IT სექტორი, ტურიზმი, ლოგისტიკა და ტრანსპორტი. თუ დააკვირდებით პროექტებიც სწორედ ამ სექტორებიდან იყო წარმოდგენილი. იყო ძალიან საინტერესო საუბარი, დისკუსია, თუმცა ერთია რაც პანელურ შეხვედრებზე ხდება და მეორეა მის მიღმა, შესვენებებზე საუბარი, ინტერესი, დამატებითი კითხვები. ცხადია არავის არ აქვს ილუზია, რომ ერთი შეხვედრით შეგვიძლია მილიარდობით ინვესტიცია მოვიზიდოთ. მაგრამ ერთი შეხვედრა შეიძლება გახდეს საწყისი ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა