მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.7
0.0004
flag
AZN 1.6025
-0.0003
flag
CNY 37.975
-0.0016
flag
EUR 3.1882
-0.0043
flag
GBP 3.7376
-0.0063
flag
KZT 52.34
-0.0018
flag
TRY 0.0683
-0.0002
flag
USD 2.7236
-0.0006

ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი კვლავ იქნება ტურიზმის განვითარება - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მთავარი პრიორიტეტი კვლავ იქნება ტურიზმის განვითარება, რომელსაც დიდი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, - აღნიშნა ეკონომიკური ფორუმის 22-ე დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.


მინისტრის განმარტებით, ტურიზმის მიმართულებით საქართველომ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ბერმა განვითარებულმა ქვეყანამ. 


„გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ძალიან ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ამ სექტორების განვითარების კუთხით, იქნება ეს უშუალოდ სექტორის ინდუსტრიული განვითარება, ავიაციის მიმართულება, იქნება ახალი ავიაკომპანიების შემოყვანა. მათ შორის ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ძლიერდება ადგილობრივი ქართული ავიაკომპანიები, რასაც მივესალმებით და მაქსიმალურად ვიქნებით მოტივირებულები, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ავიაციის გაძლიერებას და ეს ყველაფერი პირდაპირ პროპორციულად აისახება საერთაშორისო ვიზიტორების დივერსიფიცირებულ ზრდაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენი ქვეყნის მთავარი დეკლარირებული სტრატეგია არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტი. მსყიდველუნარიანი ტურისტი ვიცით, რომელი ქვეყნებიდან ჩამოდის. ჩვენ რა თქმა უნდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა გამოწვევა, რაც იყო პირდაპირი რეისების არარსებობა არც თუ ისე ჭარბად. დღეს გულწრფელები შეიძლება ვიყოთ და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა დღეს ეს აღარ არის. ჩვენი სამომავლოდ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გავზარდოთ სიხშირეები, მაგრამ გამოწვევა, როგორც ასეთი არ გვაქვს პირდაპირი ფრენა რომელიმე ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანასთან. ცხადია თუ არ ჩავთვლით აშშ-ს, რომელიც გრძელვადიანი სამუშაო პროცესია და ვაგრძელებთ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში ჩვენ ამას ერთად ვიზეიმებთ. მაგრამ ძირითადი ის მიმართულებები, რომელიც არ ითვლება შორი მანძილის მიმართულებებად უკვე დაფარულია. წლევანდელი წელი იყო წარმატებული, ვიხილეთ ავიაკომპანია British Airways, ვიხილეთ EasyJet-ი ჩვენი ქვეყნის საავიაციო ბაზარზე, ვხედავთ SWISS-ის შვილობილ ავიაკომპანიას, რომელმაც დაიწყო ჟენევიდან ფრენა. ასევე Air Serbia, რომელიც რამდენიმე დღის წინ შემოვიდა და ყველა ის მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და სტაბილურ განვითარებას, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში რა თქმა უნდა კვლავ რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად და ასევე ინვესტიციების მოზიდვა ჩვენს სექტორში“, - აღნიშნა მინისტრმა ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება

27.06.2025.13:11

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტში 350 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. 

„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია. ჩვენი მიზანია, რომ 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება.ინვესტიციაც არის უმსხვილესი - 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი 3.5 კმ-იანი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა. შევძლებთ უფრო დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. წელს დაიწყება სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალზე მუშაობს“, - განაცხადა პრემიერმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა