მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.1
0.0019
flag
AZN 1.594
-0.0002
flag
CNY 38.037
0.0025
flag
EUR 3.1508
0.0097
flag
GBP 3.6205
0.0055
flag
KZT 50.26
-0.0018
flag
TRY 0.0648
-0.0001
flag
USD 2.7108
-0.0003

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდაა, 2021 წლიდან საქართველოში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.5 %-ს აღემატებოდა, გასულ წელს 9.5 % იყო, ხოლო წლევანდელი წელი 11.1 %-ით დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თანმიმდევრულად ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის ტენდენციას - ირაკლი კობახიძე

news image

მრავალი პრიორიტეტი გვაქვს და მათგან ერთ-ერთი მთავარი საქართველოს ეკონომიკური ზრდაა. 2021 წლიდან საქართველოში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.5%-ს აღემატებოდა, გასულ წელს 9.5% იყო, ხოლო წლევანდელი წელი 11.1%-ით დავიწყეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თანმიმდევრულად ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის ამ ტენდენციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში აცხადებს. 

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

„ძალიან ლიბერალური ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკა გვაქვს. საქართველოში ხელსაყრელი გარემოა ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ხელისუფლება ძალას არ იშურებს ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად, ვახორციელებთ ინვესტიციებს საქართველოს დაკავშირებადობის უნარის გაძლიერებაში, რაც ჩვენი კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ზრდის ჩვენი დამაკავშირებელი ფუნქციის სიძლიერეს და ჩვენ მას ვიყენებთ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. გვსურს, რომ საქართველოს ეს ფუნქცია გავაძლიეროთ შუა დერეფნის კონტექსტში.

ამ მიზნით, დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში. ვაშენებთ ახალ მაგისტრალებს, რომლებიც მთელ ქვეყანას მოიცავს. წლის ბოლომდე დასრულდება თბილისიდან აჭარამდე ავტომაგისტრალის მშენებლობა. იგეგმება, მაგისტრალების მშენებლობა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე გაგრძელდეს,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

მისივე თქმით, გარდა ამისა, ინვესტიციები ხორციელდება რკინიგზისა და აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

„ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზისა და აეროპორტების ინფრასტრუქტურაში და მალე დავიწყებთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას თბილისში. თბილისის ამჟამინდელი აეროპორტი, დაახლოებით, 4 მლნ მგზავრზეა გათვლილი, ხოლო ახალი აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მოემსახურება. საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად, სტაბილურად იზრდება და ახალი აეროპორტი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ჩვენი მიზანია, საქართველო იქცეს რეგიონის ცენტრად როგორც ტურიზმის, ისე სხვა მიმართულებებით. ასევე ვაფართოებთ ქვეყანაში სიდიდით მეორე აეროპორტის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობებს. ამისთვის შემუშავებული გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო. საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა ინვესტიციებისთვის კიდევ ერთი პრიორიტეტია, ვგეგმავთ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას ანაკლიაში, შავ ზღვაზე. თბილისის მშრალმა პორტმაც წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-აგვისტოში საქართველომ 49.6 მლნ დოლარის შაქარი იყიდა

15.10.2025.17:00

2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 49 617.8 ათასი დოლარის ღირებულების 87 588.7 ტონა შაქარი იყიდა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან თითქმის 2%-ით ნაკლებია. 2024 წლის 8 თვეში საქართველოში შაქრის იმპორტმა 89 009.8 ტონა შეადგინა.

საქართველოსთვის შაქრის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ბრაზილიაა. სწორედ ბრაზილიაზე მოდის საქართველოში იმპორტირებულის შაქრის 24,5%-ი.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო შაქარს ყიდულობს:

ბრაზილია - 21 500.0 ტონა;

პოლონეთი - 18 626.3 ტონა;

საფრანგეთი - 17 618.5 ტონა;

ნიდერლანდები - 12 089.5 ტონა;

უკრაინა - 7 155.6 ტონა;

2024 წელს ქვეყანამ 135 233.5 ტონა შაქარი იყიდა, 2023 წელს კი 144 727.5 ტონა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა