მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

ჩვენი ეკონომიკური განვითარება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, გამორჩეულია ევროპის ქვეყნებს შორის, ისევე როგორც რეგიონში - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, შესაბამისად თანმიმდევრულად ვუდგებით თითოეული სექტორის განვითარებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გამორჩეულია როგორც რეგიონში, ისე ევროპის ქვეყნებს შორის. მინისტრის თქმით, ბოლო წლებში წლებში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 8,3%-ით გაიზარდა.

„ჩვენ ქვეყანას განსაკუთრებული წარმატება აქვს ეკონომიკის განვითარების კუთხით და ნამდვილად ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ეკონომიკური განვითარება განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გამორჩეულია ევროპის ქვეყნებს შორის, ისევე როგორც რეგიონში. 2021-2025 პერიოდში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 8,3%-ით გაიზარდა. თუ ჩვენ შევხედავთ პროგნოზებს, რომელიც მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ გაკეთდა, საქართველო კვლავ არის აღნიშნული როგორც უპირობო ლიდერი, რომელსაც საშუალოვადიან პერსპექტივაში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.

პროგნოზები პოზიტიურია. ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, შესაბამისად თანმიმდევრულად ვუდგებით თითოეული სექტორის განვითარებას.

ძალიან თანმიმდევრულად ვუდგებით თითოეული სექტორის განვითარებას, რასაც უდიდესი წვლილი შეაქვს შემდგომში ქვეყნის ჯამურ ეკონომიკურ წინსვლაში და რა თქმა უნდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, რაც საბოლოოდ ითარგმნება თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობის ზრდაში“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გასული წელი საქართველოს ეკონომიკისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო.

„გასული წელი იყო ნამდვილად გამორჩეულად წარმატებული ისეთ საკვანძო სექტორებში, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და უშუალოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. გამოსაყოფია რა თქმა უნდა ტურიზმის ინდუსტრია. რეკორდი გვქონდა ორი მიმართულებით - პირველ რიგში ეს იყო ტურისტული ვიზიტების კუთხით და მეორეს მხრივ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს არის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია გასულ წელს“, - აცხადებს მინისტრი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას - თამარ იოსელიანი

16.04.2026.21:51

„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის. ამასთან, თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით არსებულ გლობალური ტურიზმის ტენდენციებზე.

„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს - მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე,  კურორტის შემდგომი,  კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ - სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის " - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აბასთუმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაზე - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაზე, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე.მისი თქმით, ცვლილება ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა