ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს - გადამზიდავებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის - TRACECA-ს გენერალური მდივანი
„გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ტრასეკას მარშრუტების როლი დღეს ძალიან აქტუალურია, პრიორიტეტებს გადავხედეთ და დღესდღეობით ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს - გადამზიდავებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის“, - აცხადებს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის „ტრასეკას“ გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი, რომელიც თბილისში ორგანიზაციის მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიურ, რიგით მე-16 სხდომის მუშაობაში მონაწილეობს.
როგორც ასეტ ასავბაევი აღნიშნავს, ტრასეკას პლატფორმა მის წევრ ქვეყნებს ეხმარება, შექმნან საკანონმდებლო საფუძველი საზღვრების გადაკვეთის, შეზღუდვების თავიდან აცილების, გადაზიდვების გაუმჯობესებისთვის ერთიანი სატრანსპორტო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.
რაც შეეხება დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხებს, მათ შორისაა კასპიის ზღვაზე ახალი გემის მიღების კონცეფცია, გადაზიდვების საფასურის შემცირების მიზნით - კასპიის ზღვაზე ბორნის საშუალებით.
სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ასევე ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება. ამასთან, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დაგეგმილია ტრასეკას დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტისა და სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შემაჯამებელი რეზოლუციის მიღება.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი ინიციატივები, როგორიცაა მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარების მხარდაჭერა, მიმართულია ჩვენი მარშრუტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ. ასევე საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ვგეგმავთ, შევიმუშაოთ ტარიფების წარმოების ერთიანი მიდგომა საკონტეინერო გადაზიდვებისთვის, რათა ის მიმზიდველი იყოს ჩვენს მარშრუტებზე. დღესდღეობით ამ ტარიფებს თითოეული ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, ჩვენი მიზანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა არსებობდეს, შეგვეძლოს ამა თუ იმ სატარიფო შეღავათების გამოყენება, რათა საბოლოო ტარიფი კონკურენტუნარიანი და საინტერესო იყოს“, - აღნიშნა „ტრასეკას“ გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო ერთი წლის ვადით იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
09.05.2025.23:40
ერთობლივი მუშაობის შედეგად საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან ახალი მიმართულებები დავამატეთ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა. ლევან მოსეშვილმა მიმდინარე წლის სანავიგაციო სეზონზე უკვე განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა და თქვა, რომ მოლოდინებია, რომ ქართულ ავიაბაზარს ახალი კომპანიები კიდევ დაემატებიან.
„ერთობლივი მუშაობის შედეგად ახალი მიმართულებები დავამატეთ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან. 4 ახალი ევროპული მიმართულება დაემატა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მოლაპარაკებები მიდიოდა ავიაკომპანია Air Serbia-სთან, რომ პირდაპირი ფრენები განხორციელებულიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბელგრადის მიმართულებით. მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე აქტიურად ჩართული იყო თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia და ერთობლივად ჩვენ შევძელით, ეს მოლაპარაკება შედგა და 15 ივნისიდან კიდევ ერთი ავიაკომპანია დაიწყებს საქართველოს ავიაბაზაზე ოპერირებას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ივნისიდან პირდაპირი ფრენები იწყება ლიონის მიმართულებით, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის ქომაგებისთვის. იცით, რომ ლიონში ჩვენი ნაკრების ბომბარდირი - გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ასევე გვერდით მდებარეობს სენტ ეტიენის, რომლის კლუბშიც ჩვენი ნაკრების მეორე სასახელო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი მოღვაწეობს წარმატებით. ასე, რომ ქართველ და არამარტო ფეხბურთის გულშემატკივრებს, შეუძლიათ უკვე მოემზადონ და დაჯავშნონ ბილეთები.
მინდა აღვნიშნო ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, რომელმაც პირდაპირი გზით ჩვენი დედაქალაქი იტალიის დედაქალაქთან დააკავშირა. ის ასევე, კვირაში ერთი სიხშირით, დაფრინავს იტალიის საკურორტო ქალაქ ფორლიში.
სიახლეებია აზიური ავიაკომპანიების მიმართულებითაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უზბეკურმა ავიაკომპანია Fly Khiva-მ დაიწყო ოპერირება ტაშკენტის მიმართულებით და ყაზახური Air Asta იფრენს ატირაუს მიმართულებით.
გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ ახალი კომპანიები შემოვლენ საქართველოს ავიაბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ის პრობლემები, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი იყო და ავიაკომპანიებისგან შემოდიოდა საჩივრები, რომ ხდებოდა რიგ შემთხვევებში ავიაკომპანიების დაყოვნება აეროპორტებში. ეს ძირითადად იყო ე.წ. „ინატ მგზავრების“ გამო. ესენი არიან ის მგზავრები, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება საზღვრის კვეთის. ამის გამო რეისები ყოვნდებოდა ხოლმე. ჩვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წინა კვირას გვქონდა ერთობლივი შეხვედრა შსს-სთან და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება და მინდა აღვნიშნო პოზიტივი, რომ გასული კვირის განმავლობაში და მიმდინარე კვირაში აღარ დაფიქსირებულა ფრენების შეყოვნება. თვითონ მგზავრებიც კმაყოფილები არიან და ჩვენც ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტივი“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.