მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.5
0.0007
flag
AZN 1.5865
-0.0002
flag
CNY 38.45
0.0068
flag
EUR 3.1803
-0.0022
flag
GBP 3.6445
0.0015
flag
KZT 52.58
-0.0029
flag
TRY 0.0629
-0.0001
flag
USD 2.697
-0.0005

ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„ენერგეტიკას ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი როლი და მნიშვნელობა აქვს. გვაქვს ზუსტად განსაზღვრული ხედვა და მკაფიო გეგმა, რათა საკმაოდ მოკლე ვადაში დავინახოთ ხელშესახები შედეგი - წლიდან წლამდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრეები. ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში" სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ინიციატივებზე, რომლებიც სამინისტროში კერძო სექტორის წახალისების მიზნით ამოქმედდა. მან დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც უწყების მენეჯმენტი ინვესტორების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

მინიტრმა ასევე აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც, მისი შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, ასევე ევროკავშირის ენერგოსისტემასთან დაკავშირებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, წყალქვეშა კაბელის შესახებ საკმაოდ კარგი პროგრესია - ევროკომისიამ აღნიშნული პროექტი ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტად დაასახელა, ხოლო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევამ დაადასტურა, რომ ის ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული კაბელით საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი პირდაპირ ევროკავშირში განხორციელდება. „ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის, ასევე ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენი კონკურენტუნარიანობა გავაძლიეროთ," - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, 2032 წლამდე საქართველოში დადგმული სიმძლავრე მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჭარბი გენერაცია საექსპორტო რესურსად მივმართოთ. მისი თქმით, საქართველო ასევე განაგრძობს იყოს ტრანზიტული ქვეყანა ენერგეტიკის სექტორში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით - მარიამ ქვრივიშვილი

24.12.2025.18:57

„ენერგეტიკას ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი როლი და მნიშვნელობა აქვს. გვაქვს ზუსტად განსაზღვრული ხედვა და მკაფიო გეგმა, რათა საკმაოდ მოკლე ვადაში დავინახოთ ხელშესახები შედეგი - წლიდან წლამდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრეები. ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში" სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ინიციატივებზე, რომლებიც სამინისტროში კერძო სექტორის წახალისების მიზნით ამოქმედდა. მან დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც უწყების მენეჯმენტი ინვესტორების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

მინიტრმა ასევე აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც, მისი შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, ასევე ევროკავშირის ენერგოსისტემასთან დაკავშირებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, წყალქვეშა კაბელის შესახებ საკმაოდ კარგი პროგრესია - ევროკომისიამ აღნიშნული პროექტი ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტად დაასახელა, ხოლო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევამ დაადასტურა, რომ ის ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული კაბელით საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი პირდაპირ ევროკავშირში განხორციელდება. „ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის, ასევე ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენი კონკურენტუნარიანობა გავაძლიეროთ," - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, 2032 წლამდე საქართველოში დადგმული სიმძლავრე მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჭარბი გენერაცია საექსპორტო რესურსად მივმართოთ. მისი თქმით, საქართველო ასევე განაგრძობს იყოს ტრანზიტული ქვეყანა ენერგეტიკის სექტორში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა