მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.9
-0.0097
flag
AZN 1.616
-0.0005
flag
CNY 37.797
-0.0005
flag
EUR 3.1138
-0.0005
flag
GBP 3.6525
-0.0123
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0713
-0.0002
flag
USD 2.7483
-0.0004

ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ამიტომ ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ურთიერთობები იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დასაწყისი - ლევან დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტზე

news image

ოპოზიციის დაინტერესებაა, რომ წარმოაჩინოს საქართველოს ხელისუფლება მსოფლიოსგან იზოლირებულად, თუმცა, პირიქით - მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ხელისუფლება არის იმ მნიშვნელოვანი ცვლილებების მონაწილე, რომელიც გლობალურად ხდება დღეს მსოფლიოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ამიტომ ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ურთიერთობები იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დასაწყისი. ჩვენ ამერიკასთან ყოველთვის გვქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ეს იყო მრავალგანზომილებიანი, მრავალ სფეროში, მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მომავალში ახალ პერსპექტიულ თანამშრომლობაზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს ურთიერთხელსაყრელ პირობებს და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იყო ძალიან სასარგებლო.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, ამერიკაში ადმინისტრაცია ახლა ყალიბდება, ჩვენ ვხედავთ, რომ მიდის იურიდიული პროცესები, რომელიც კონგრესში ძალიან მაღალი თანამდებობის პირების დამტკიცებას უკავშირდება ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ გლობალური დღის წესრიგი იცვლება და უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გლობალურ დღის წესრიგში არსებობს ძალიან ბევრი პრიორიტეტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც განსახილველი და გადასაწყვეტია და ამ ყველაფერს სჭირდება მეტი კომუნიკაცია, დიალოგი.

შესაბამის სტრუქტურებთან გვქონდა ძალიან მკაფიო გზავნილები, რომ საქართველოს და ქართველ ხელისუფლებას სურს თანამშრომლობა და ასევე ის, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის მოლოდინი. ქართველ ხალხს აქვს ეს მოლოდინი, რადგან ჩვენ დავინახეთ, ქართველმა ხალხმა გააკეთა კონკრეტული არჩევანი, დაუჭირა მხარი კონკრეტულ მიმართულებებს და ღირებულებებს და ეს ღირებულებები სრულად თანხვედრაშია დღეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გაცხადებულ პოლიტიკასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის მოლოდინი არის საკმაოდ დიდი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ მჭიდრო, პროდუქტიულ და ურთიერთხელსაყრელ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბენე კომფორტს ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს – რა ხედვებითა და გეგმებით იწყებს საქმიანობას ნათია შანშიაშვილი

05.05.2025.16:16

ბენე კომფორტის გენერალური მენეჯერი ნათია შანშიაშვილი გახდა, რომელმაც 20 წლიანი წარმატებული კარიერის მანძილზე საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გზა გაიარა.

ნათია შანშიაშვილი 13 წელი საბანკო სექტორში, 2019 წლიდან კი უძრავი ქონების მართვის მიმართულებით ბაზარზე ლიდერ დეველოპერულ კომპანიებში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა.

„საბანკო სექტორში 13 წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ დადგა დღე, როდესაც უნდა მიმეღო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სარისკო გადაწყვეტილება  - შევჭიდებოდი სრულიად ახალ, იმ ეტაპისთვის, ჩემთვის ძალიან უცხო სფეროს. და რადგან მჯერა რომ საკუთარი თავისთვის გარდამტეხ შესაძლებლობებს თავად ვქმნით, ახალი გამოწვევა უდრიდა იმ ტრანსფორმაციას, რომელსაც უნდა განესაზღვრა ჩემი მომავალი.

ასე აღმოვჩნდი უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ბიზნესში. თავიდან იყო დეველოპერული კომპანია m², სადაც გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციიდან ვუძღვებოდი ქონების მოვლის მიმართულებას. შემდეგი ნაბიჯი იყო „არქი“,  სადაც ჩავიბარე დასრულებული პროექტების უმსხვილესი პორტფელი და სათავეში ჩავუდექი საცხოვრებელი კომპლექსების მოვლა-პატრონობისა და მაცხოვრებლებზე ზრუნვის მიმართულებას.“ ნათია შანშიაშვილი

ახალი გენერალური მენეჯერის გეგმებში მთავარი ფოკუსი უკვე განსაზღვრულია: მომსახურება „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, ერთ სივრცეში მოქცეული კომპლექსური და კომპეტენტური სერვისი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მყისიერი ხელმისაწვდომობა. 

„სახლი ალბათ ყველასათვის ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად გვაქვს კომფორტისა და დაცულობის შეგრძნება. ათობით ათასი მომხმარებლის მომსახურებამ დამარწმუნა, რომ დღეს, „სახლის“ მცნება იწყება არა საკუთარ ბინაში მოხვედრით, არამედ, ეზოს, სადარბაზოს გავლით, რომელიც საცხოვრებელი გარემოს განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ სახლში მოხვედრის სიმშვიდის შეგრძნება, სწორედ აქ გავლილი ნაბიჯებით იწყებოდეს. დღეს მომხმარებელმა ზუსტად იცის რა სჭირდება კომფორტისთვის და მოვლა-პატრონობის სერვისის რომელი კომპონენტებია აუცილებელი მისი უძრავი ქონების განვითარებისთვის. შესაბამისად, დამკვეთის მოთხოვნები გახდა უფრო მკაფიო, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია სერვისის გამწევი კომპანიების კომპეტენციებისა და პროფესიონალიზმის გაზრდის აუცილებლობა. დღეს აღარავის უკვირს სადარბაზოების დასუფთავების, ლიფტების მომსახურების, ეზოსა და გამწვანების მოვლისა თუ სხვა სერვისების მიღება, მაგრამ კვლავაც აქტუალური რჩება მომსახურების ხარისხი და ამ მომსახურების მიღება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, როდესაც მაცხოვრებელმა იცის, რომ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია კომპლექსურად, ერთი კონკრეტული მომსახურე კომპანიის მიერ. არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებელი უძრავ ქონებას  საინვესტიციო თუ საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებს, ორივე შემთხვევაში, ქონების მესაკუთრეებისათვის მნიშვნელოვანია რომ ჰქონდეთ მოვლილი საცხოვრებელი გარემო. დღეს მომხმარებელს სჭირდება ერთ სივრცეში მოქცეული კომპლექსური და კომპეტენტური მომსახურება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მყისიერი ხელმისაწვდომობა. ეფექტური, მომხმარებელზე მორგებული კომუნიკაცია, რომელიც ქმნის ურთიერთკავშირს, ერთგვარ სირენგიას, რაც თავის მხრივ განაპირობებს შედეგზე ორიენტირებულობას. „

კომპანიის ახალი გენერალური მენეჯერი მოვლა-პატრონობის სერვისის ტენდენციებსა და ბენე კომფორტის როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ კონტრაქტორი კომპანიების მიმართ ბაზარზე მოთხოვნა უფრო და უფრო მზარდია დეველოპერების მხრიდან.

„სულ რამდენიმე წლის წინ ყველა პასუხსიმგებლიანი დეველოპერული კომპანიისთვის თავისივე პროექტის მოვლა-პატრონობა იყო ის უმნიშვნელოვანესი სერვისი, რომელსაც კომპანია თავად უწევდა მის მომხმარებელს. ამ საქმიანობის სპექტრი იმდენად ფართოა და თავის თავში მოიცავს იმდენ სხვადასხვა სპეციფიურ მიმართულებას, რომ მომსახურების გაწევის ტენდენცია სწრაფადვე შეიცვალა და უკვე დღეს, ამ საქმიანობის სრულყოფილი და ეფექტური შედეგის მისაღწევად, დეველოპერები სულ უფრო ხშირად მიმართავენ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა სრულად ფარავს მათ და მათი რეზიდენტების მოთხოვნებს. ამგვარად, დეველოპერ კომპანიასა და მის მომხმარებელს შორის გაჩნდა სერვისის გამწევი გენერალური კონტრაქტორი კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია, რომ თითოეულ მაცხოვრებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და იზრუნოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც აქტივის, ღირებულების შენარჩუნებასა და გაზრდაზე.“

საცხოვრებელი სახლების მოვლა-პატრონობის პარალელურად, ნათია აქცენტს ბენე კომფორის პორტფელში არსებული სავაჭრო ცენტრების, აპარტ ჰოტელების და ნებისმიერი ტიპის კომერციული სივრცის მოვლა- პატრონობისა და გამწვანების სერვისის მნიშვნელობაზე აკეთებს და სჯერა, რომ არსებული რესურსებით, მისი ახალი ხედვებითა  და აქტიური ჩართულებით, კიდევ უფრო გამყარდება კომპანიის პოზიციები ამ მიმართულებით სამომხმარებლო ბაზარზე.

„დღეს მოვლა-პატრონობის სერვისის აუცილებლობა დგას არა მხოლოდ საცხოვრებელ კომპლექსებში, არამედ, კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობებშიც. დღევანდელ ბაზარზე, ბენე კომფორტი არის ის ერთადერთი კომპანია, რომელიც ერთნაირი წარმატებით ემსახურება ორივე სეგმენტს. დღეს მას აქვს ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი დანიშნულების პორტფელი და ახალ უკვე, ასეთივე წარმატებით ემსახურება კომერციულ უძრავ ქონებასაც, რაც ქმნის მის უნიკალურობას.  „

უძრავი ქონების მართვის სფეროში 7 წლიანი გამოცდილებით, ნათია შანშიაშვილი ბენე კომფორტის გუნდს სრულიად ახალი სტრატეგიითა და დიდი ენთუზიაზმით  უერთდება, კიდევ ერთ მნიშვნელოვან აქცენტს კი ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე აკეთებს, რაც კომპანიის განვითარებასთან ერთად,  გაზრდის მომხმარებელთა კმაყოფილების ხარისხს.

„დეველოპერულ კომპანიებში მუშაობის პერიოდში მუდმივად ვადევნებდი თვალს ბენე კომფორტის განვითარებასა. სულ მქონდა, ფიქრი, რომ დეველოპერულ თუ სამშენებლო კომპანიებში ამ ბიზნესის განვითარება მაინც ექცეოდა ჩარჩოებში, რაც ბუნებრივად არ სცდებოდა სტანდარტულ, კლასიკური შინაარსის მქონე მოვლა-პატრონობის სერვისს. ბენე კომფორტი სულ იყო ჩემი დაკვირვების საგანი, რომელიც წლიდან წლამდე ავითარებდა პროდუქტს, მის მრავალფეროვნებას და სულ უფრო და უფრო მყარად იკავებდა ლიდერი მომსახურე კომპანიის ადგილს სამომხმარებლო ბაზარზე.

მიხარია,რომ გუნდი, რომელსაც შემოვუერთდი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი, რომ ბენე კომფორტის მომსახურების ხარისხი უმაღლესს სტანდარტს ინარჩუნებდეს სამომხმარებლო ბაზარზე. კომპანიის მთავარ მიზნად ტექნოლოგიური და ციფრული განვითარება დავისახეთ , რაც ჩვენს თანამედროვეობაში გარდაუვალი წინაპირობაა სრულფასოვანი მომსახურების გასაწევად. ვინაიდან მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სხვადასხვა პროდუქტის შექმნის არეალი უსაზღვროა, მთავარი კი, ყველა იმ ინოვაციური მიდგომის დანერგვაა, რაც კომპანიის განვითარებასთან ერთად, კიდევ უფრო გაზრდის მომხმარებელთა კმაყოფილების ხარისხს.

 ჩემთვის ბენე კომფორტის  მართვის სადავეებში დგომა არის ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ, როგორც ახალ გამოწვევას. პირველ რიგში, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მინდა საერთო საქმისკენ მივმართო, ამასთანავე, განვაგრძო კომპანიის კურსი, რომელსაც სწორება განვითარებისა და ზრდისკენ აქვს მიმართული „

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა