მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.6
-0.0036
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.474
0
flag
EUR 3.1737
-0.001
flag
GBP 3.6403
0.0033
flag
KZT 53.86
-0.001
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6955
-0.0004

ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებში, ადამიანური კაპიტალისა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში - ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი

news image

ჩვენ ვუდგავართ საქართველოს მთავრობას გვერდით და ვაგრძელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებში, ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, გაციფროვნებაში და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლაჰმიმ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ლესლი ლამიმ განაცხადა, საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები თქვენთან ერთად და აღვნიშნავ აზიის განვითარების ბანკის სახელით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას. ეს არის საქართველოსთვის ისტორიული მომენტი. ეს გზა საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ეპიცენტრში ამყოფებს და ავითარებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობას, საერთაშორისო ვაჭრობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ძალიან გაბედული ხედვის შედეგი, ძალიან გულდასმით დაგეგმილი, ძალიან კოორდინირებული შრომის შედეგი. საქართველო აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადის განვითარების, რადგან საქართველომ თავისი ხედვა განახორციელა უფრო განვითარებადი და აყვავებული რეგიონის ცენტრად. ეს შეუძლებელი იქნებოდა კოლექტიური ძალისხმევის გარეშე. მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობის გარეშე, საქართველოს მთავრობას ეხმარებოდნენ ეს ორგანიზაციები და მთელი გულით ვულოცავ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს ამ ბრწყინვალე თანამშრომლობას და კოორდინაციას. მიმაჩნია, რომ სამართლიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს არის სამაგალითო თანამშრომლობა და პარტნიორობა საქართველოს განვითარებისთვის და ახალი მიზნებისთვის. ჩვენ საქართველოში 5 მილიარდზე მეტის ინვესტირება განვახორციელეთ. ჩვენ ვუდგავართ საქართველოს მთავრობას გვერდით და ვაგრძელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებში, ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, გაციფროვნებაში და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რაც სოციალური უზრუნველყოფის შემქმნელია. ამ საეტაპო მოვლენის აღნიშვნის კონტექსტში ვულოცავ ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში და გრძელვადიანი შედეგების მოტანაში. გილოცავთ“, - განაცხადა ლესლი ბეარმან ლაჰმიმ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image პროექტი შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს და განავითარებს რეგიონში ტურიზმის სექტორს - სულხან თამაზაშვილი ,,იგლ ჰილსზე“

29.12.2025.23:11

,,მსგავსი მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოს არ ახსოვს. საუბარია 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, რაც ჩვენთვის, რეგიონისთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია რადგან,  თბილისის გარდა, პროექტი ხორციელდება აჭარაში, კონკრეტულად - გონიოში“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე“. 

მისივე თქმით, ,,იგლ ჰილსის“ პროექტი გააჩენს სამუშაო ადგილებს და განავითარებს რეგიონში ტურისტულ პოტენციალს.

,,ეს პროექტი საოცარ ადგილს - გონიოს კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას და პოტენციალს შესძენს და რეგიონს ექნება შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს პოტენციალი.  ამდენად, ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს და განავითარებს რეგიონში ტურიზმის სექტორს.  ვთვლი, რომ ეს არის ქართული ეკონომიკისთვის ისტორიული შესაძლებლობა,“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა