ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას - ირაკლი კობახიძე
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯამური ფასნამატი არის 86 პროცენტი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე.
„ჩვენ დავიანგარიშეთ როგორია ფასნამატი, სად წარმოიქმნება ეს ფასნამატი. ჯამური ფასნამატი არის 86 პროცენტი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას. უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს და ამის საფუძველზე საზოგადოებას გავაცნობთ კონკრეტულ შედეგებს. ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ამის გამო მივმართე ერთი მხრივ, სამართალდამცვე სტრუქტურებს, მეორე მხრივ, ვთხოვე საქართველოს პარლამენტს, გამოეყენებინა საკუთარი ბერკეტები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი, სად არის ფასების შემცირების რესურსი და ამაზე მომზადდება სიღრმისეული დასკვნა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ ფასების შემცირებას იმ პროცესების საფუძველზე, რომელიც მალე დაიწყება და მალევე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები - ირაკლი კობახიძე
25.12.2025.17:53
მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი. ჭარბი ფასნამატი როგორც წესი, არის ხოლმე გამოწვეული ასეთი ტიპის გარიგებებით.
„ჩვენ ვთქვით, რომ დისტრიბუტორებს შორის და/ან ქსელურ მარკეტებს შორის შეიძლება, არსებობდეს კარტელური გარიგებები და ეს კარტელური გარიგება შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. თეორიულად, შეიძლება, არც იყოს, ამიტომ წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები. ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი. ჭარბი ფასნამატი როგორც წესი, არის ხოლმე გამოწვეული ასეთი ტიპის გარიგებებით.
ბიზნესთან ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრია, მე ვთხოვე ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტროს მოემზადებინა დეტალური შეფასება, მათ მოამზადეს დეტალური შეფასება და სწორედ ამ შეფასებას ეყრდნობა ის განაცხადი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ფასებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სუსი არის სწორედ სათანადო უწყება, რომელმაც შეიძლება ჩაატაროს ეს გამოძიება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.