მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

ჩვენ უნდა მივცეთ ფართო ასპარეზი ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, შესაბამისი რეგულაციებით - საქპატენტის თავმჯდომარე

news image

მთელს მსოფლიოში ყველა აღიარებს, რომ საკანონმდებლო რეგულაციები არ შეესაბამება არსებულ გამოწვევებს, - აცხადებს საქპატენტის ხელმძღვანელი, რომელმაც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ხელოვნურ ინტელექტზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. 
მისი თქმით, დღეისათვის ხელოვნურ ინტელექტი ყველაზე მეტად აშშ-სა და ჩინეთშია განვითარებული. 
„ჩინეთსაც აქვს რეგულაციები და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორგებული თუ რა ტიპის სამუშაოებს ეწევიან ხელოვნურ ინტელექტით. რაც შეეხება ქართულ მოდელს, ჩვენს შემთხვევაში, ცალსახად ვამბობთ, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის ის რაც ადამიანმა შექმნა. ჯერ-ჯერობით ჩვენი კანონმდებლობა ამ გზას ადგას. მიმდინარეობს უკვე მუშაობა, პირველ რიგში საავტორო უფლებების ნაწილში, ასევე ბუნებრივია ინტელექტუალური საკუთრების სხვა სფეროში ჯერ-ჯერობით ინიციატივებსა და წინადადებებზე, რომელმაც შემდგომ რა თქმა უნდა უნდა მიიღოს საკანონმდებლო პროექტის სახე. მაგრამ ამისთვის პირველ რიგში ჩვენ ვატარებთ მოკვლევას, როგორც ბაზრის შიგნით რა ხდება, რა დონის არის გამოყენება და ვსწავლობთ ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის მაგალითებს იმისთვის, რომ როდესაც ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით, რომ საკანონმდებლო რეგულაციები დავაწესოთ, მინიმუმ ეს იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი და აუცილებლად ჩვენი ქვეყნის რეალობაზე მორგებული. ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა უხეში  ჩარევისგან, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების და მეორე მხრივ, უნდა დავიცვათ პროგრესი, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება მუდმივად ტექნოლოგიური განვითარება, ჩვენთვის ძვირფასია ინტელექტუალური საკუთრება. ჩვენ არაერთხელ ვახსენებთ ხოლმე, რომ საქართველოს პრიორიტეტია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ანუ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკა და ამ თვალსაზრისით საქართველოს არ აქვს უფლება, რომ ის იყოს შემზღუდავი მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის. ჩვენ უნდა მივცეთ ფართო ასპარეზი ტექნოლოგიებს, მათ შორის ფართო ასპარეზი ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ შესაბამისი რეგულაციებით, რომ ის ემსახურებოდეს ტექნოლოგებს და ეკონომიკის განვითარებას, ასევე განათლების სამეცნიერო დარგების განვითარებას. ქართული სახელმწიფო, რომელმაც განსაკუთრებულად იცის ინტელექტის ფასი და ინტელექტუალური საკუთრების ფასი და შემოქმედების ფასი, ჩვენ არ ვართ ბუნებრივი რესურსებით, ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ ნავთობსა და გაზზე უფრო მნიშვნელოვანი რესურსი ადამიანის ინტელექტია. ამაზე დიდი რესურსი არ არსებობს და ჩვენ ვთვლით, საქართველოს ხელისუფლების მიდგომაა, რომ ხელი უნდა შევუწყოთ ადამიანის განვითარებას, მის ინტელექტის განვითარებას, ინტელექტუალურ შემოქმედებას და ამიტომ საქართველო აშენებს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას და სწორედ ამაზე იქნება მორგებული ის რეგულაციები, რომელსაც საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი შეიმუშავებს. იმისთვის რომ ჩვენ გვჭირდება პროგრესი, მეტი განათლებული ადამიანი, უფრო მეტი ტექნოლოგიები, უფრო ძლიერი ეკონომიკა, რომელიც დივერსიფიცირებული იქნება“, - აღნიშნავს გიორგაძე.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის - საქსტატი

30.07.2025.19:00

2025 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის. ორი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე ცოტა ობიექტია მიღებული ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში. სწორედ ამ რეგიონზე მოდის მთლიანი მაჩვენებლების 0,5%-ი. 

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები). 


ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა