ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესთან დიალოგს იმისთვის, რომ თითოეული გადაწყვეტილება, რასაც ჩვენი გუნდი მიიღებს იყოს მიმართული სექტორის განვითარებისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
გვინდა ხელი შევუწყოთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრეები, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციაშია და მათგან უკუკავშირის საფუძველზე მიღებული რეკომენდაციები სასარგებლოა
„ჩემი დღე ბიზნესთან ურთიერთობის ნაწილში არის ძალიან აქტიური და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დღის უდიდესი ნაწილი ეთმობა კერძო სექტორთან შეხვედრას, იქნება ეს პირადი სახის შეხვედრები, თუ გაფართოებული. ჩვენ სამინისტროში გაქვს ძალიან აქტიური მუშაობა უშუალოდ კონკრეტული მიმართულებების გაუმჯობესების, გაჯანსაღების და მათ შორის რეფორმების კუთხით. ჩვენ ტრადიციულად ვაგრძელებთ კერძო სექტორთან დიალოგს, მეწარმეებთან დიალოგს იმისთვის, რომ თითოეული ის გადაწყვეტილება, რასაც ჩვენი გუნდი მიიღებს იყოს მიმართული სექტორის განვითარებისთვის, მაგრამ ამავდროულად იყოს მიმართული უშუალოდ მეწარმეების, კერძო სექტორის გაძლიერებისთვის. ჩვენ ასე ვხედავთ ამ პროცესს. აქედან გამომდინარე დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ენერგეტიკის სექტორთან. ეს იყო ჩემი პირველი, ჩემს ახალ განახლებულ გუნდთან ერთად შეხვედრა გაფართოებული სახით და მიზანმიმართულად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყოფილიყო ენერგეტიკის სექტორი, რადგანაც მე მესმის, რომ არსებობდა ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც ჩვენი მხრიდან საჭირო იყო პასუხები. ფაქტობრივად თვენახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი სამუშაო შევასრულეთ, იმისთვის, რომ ამ კითხვებზე პასუხები გვქონოდა. მივიღეთ ძალიან ბევრი უკუკავშირი ჩვენთვისვე ძალიან სასარგებლო და კერძო სექტორთან ერთად შევთანხმდით, რომ ამ ფორმატს ექნება რეგულარული სახე იმისთვის, რომ დასახული, საერთო გეგმების, საერთო აღსრულების გეგმების მუდმივი მონიტორინგი გავაკეთოთ. ზოგად ენერგეტიკის სექტორზე ვიტყოდი რამდენიმე სიტყვით, რომ გამორჩეული პრიორიტეტის მქონე სექტორია ჩვენთვის. სამინისტრო იქნება ძალიან მოტივირებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ აღნიშნული სექტორის განვითარებას. პირველ რიგში უზრუნველყოთ ის, რომ ჩვენს ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრეები, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგოუსაფრთხოებას. და აქედან გამომდინარე მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან ერთად ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიქნებით იმისთვის, რომ ვიყოთ მხარდამჭერები სწორი პროექტების, სწორი ინვესტორების, რაც რა თქმა უნდა იქნება ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული და შემდგომში კერძო ინტერესებზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.09.2025.23:55
როგორც იცით, ჩვენს ქვეყანას აქვს დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები და ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ არის გამორჩეული ამ კუთხით რეგიონის, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.
„ასევე იცით, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,7%-ს გაუტოლდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდა და გასულ 9,4%-ი იყო საშუალო ეკონომიკური ზრდა. რაც ასევე განსაკუთრებით სასიხარულოა არის ის, რომ მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8%-ია. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამომდინარეობს, რამდენიმე კომპლექსური ფაქტორის ეფექტური მართვით, სწორი ხედვით და სწორი სტრატეგიით - ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან. ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. გამოვყოფდი ისეთ სექტორებს, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო სერვისები, ისევე, როგორც ვაჭრობა, ტურიზმის ინდუსტრია და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეს მიმართულება, ყველა ეს სექტორი, მდგრადად და ძალიან სტაბილურად ვითარდება. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს უშუალოდ ეკონომიკის დივერსიფიცირებით ზრდას. რაც სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის. ამავდროულად ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ და მთავარი საზრუნავი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.