მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

ჩვენ მეტად უფრო უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა - ირაკლი კობახიძე

news image
ყველაზე მეტ სტაბილურობას სისტემისთვის უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგურები, ყველაზე ნაკლებად სტაბილურია მზის ენერგია და შუაშია ქარი ენერგია. აქედან გამომდინარე, ბალანსის დაცვა  და ჰიდრორესურსებისთვის პრიორიტეტის მინიჭებაც არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს მკაფიო გეგმა, რომელიც არსებულ პოტენციალს ეფუძნება.
 
„საუბარია სამი მიმართულებით ელექტროენერგიის გენერაციის განვითარებაზე, სისტემის გაფართოებაზე, ეს არის ჰიდრორესურსები, ქარის და მზის ენერგია. ჩვენი მიდგომის მიხედვით, დაახლოებით თანაბარი პროპორციით, ოდნავ მეტი ჰიდრორესურსებით, დაახლოებით, 2800 მეგავატის ჰიდრორესურსის დადგმული სიმძლავრე უნდა შეიქმნას შემდეგი 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით 2000 მგვტ - ქარის ენერგია, დაახლოებით 2000 მგვტ-ის მზის ენერგია უნდა იყოს ათვისებული. არსებობს ბიზნესის მხრიდანაც კონკრეტული პრიორიტეტები, ბიზნესი ხშირად არის ორიენტირებული უფრო მეტად მზის ენერგიის გამომუშავებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სწრაფად ხორციელდება შესაბამისი პროექტები, უფრო იაფი ჯდება შესაბამისი პროექტები განხორციელება. თუმცა, სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, სადაც რესურსები არის საკმაოდ დიდი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ზოგადი მიდგომა - ჩვენი რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა უკვე დასრულდა, შემუშავებულია და გულისხმობს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნის თვითკმარობას - მარიამ ქვრივიშვილი

04.04.2026.22:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიან გეგმაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გამართულ დებატებში მონაწილეობისას მინისტრმა აღნიშნა,  10-წლიანი გეგმა უკვე დასრულდა, შემუშავებულია და გულისხმობს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნის თვითკმარობას. 

„2036 წელს დადგმული სიმძლავრე უნდა შეადგენდეს 11,500 მგვტ-ს, როდესაც დღეს გვაქვს 4,700 მგვტ. ყველა ის პროექტი, რომლებიც უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, უნდა ექვემდებარებოდეს გონივრულ ვადებს, ისევე როგორც უნდა ეფუძნებოდეს იმ მნიშვნელოვან კვლევებს, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოდ და მდგრადად, ასეთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, გეგმაზე მუშაობის პროცესში არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა კერძო სექტორთან. 10-წლიანი გეგმა ორ ფაზად დაიყო -  მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეიქმნება დამატებით 4,000 მგვტ, რომელიც  განაწილებულია მზის, ქარის, ისე როგორც ჰიდრორესურსის სწორ ბალანსზე. შემდგომი 5 წლის განმავლობაში კი ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას კიდევ 2,700 მგვტ დაემატება, რომლის უმეტესი წილიც  მსხვილ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე მოდის. 

„ენერგეტიკული რესურსების კვლევა მუდმივი პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთი მხრივ სექტორის განვითარებასთან ერთად ვიზრუნოთ და უზრუნველვყოთ ამომწურავი კვლევების ფორმირება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად და სწორად შევაფასოთ ის საკმაოდ დიდი რესურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰიდროენერგეტიკაში აქვს. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა, რადგან ერთია - ინვესტორების სურვილი და მოტივაცია, მეორე მხრივ კი ასევე გონივრულად ვაფასებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კუთხითაა დღეს საქართველოში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში შემუშავებულია სახელმწიფოს გეგმა, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს, მათ შორის - გადამცემი ქსელების, ისევე როგორც ქვესადგურების განვითარების კუთხით იმისთვის, რომ თანაბრად გადანაწილდეს ელექტროენერგია და ქვეყნის ენერგეტიკულმა სისტემამ ახალი დადგმული სიმძლავრეები მიიღოს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარია მზის, ქარისა და ჰიდრორესურსების ძალიან მნიშვნელოვან, სწორ ბალანსზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, კერძო სექტორის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის გაერთიანება მთავარი იდეის გარშემო, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების - ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური აღორძინების და რაღა თქმა უნდა, იმპორტზე დამოკიდებულების ერთობლივი ძალისხმევით შემცირებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა