მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7105.9
-0.0003
flag
AZN 1.607
-0.0003
flag
CNY 37.961
-0.0034
flag
EUR 3.12
0.0231
flag
GBP 3.6991
0.0145
flag
KZT 53.43
-0.0004
flag
TRY 0.0697
0
flag
USD 2.7328
-0.0006
flag
AMD 7105.9
-0.0003
flag
AZN 1.607
-0.0003
flag
CNY 37.961
-0.0034
flag
EUR 3.12
0.0231
flag
GBP 3.6991
0.0145
flag
KZT 53.43
-0.0004
flag
TRY 0.0697
0
flag
USD 2.7328
-0.0006

ჩვენ ყველა ავიარეისის ანალიტიკას ვაკეთებთ, განსხვავებით ფსევდო ექსპერტებისგან - მარიამ ქვრივიშვილი

news image

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ კვარტალში არ გვქონდა არც ერთი ინდიკატორი, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია თითქოს და იყო გაჩერებული და იყო უკუსვლა, - ასე უპასუხა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა სხვადასხვა მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ქვეყანაში ტურისტები აღარ შემოდიან და რომ ტემპმა იკლო.

მინისტრის მოადგილის თქმით, პირიქით, პირველი კვარტალი იყო ისტორიული წარმატებების პერიოდი.

„ძალიან რთული პერიოდი იყო ერთის მხრივ ჩვენი ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, გაერკვიათ ტყუილ-მართალი. როდესაც კიდევ ერთხელ და ჩვენდა გასაკვირად გვიწევს ამდენი დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიარული, როდესაც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩვენ ვიძახით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ იმ სტატისტიკას, რომელიც ყოველ კვარტალში ერთხელ ქვეყნდება. ჩვენ იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ კვარტალში არ გვქონდა არც ერთი ინდიკატორი, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია თითქოს და იყო გაჩერებული და იყო უკუსვლა. პირიქით, პირველი კვარტალი იყო ისტორიული წარმატებების პერიოდი, პირველ სამ თვეში შემოვიყვანეთ British Airways-ი, easyJet-ი, შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი, რომელმაც პირდაპირი ფრენები დაიწყო ციურიხიდან. ასევე დაგვემატა Transavia საფრანგეთიდან.

დღეს ვხედავთ, რომ საქართველო განაგრძობს იყოს მოთხოვნადი მიმართულება. ჩვენ უნდა განვმარტოთ ავიაკომპანიები, როგორ იღებენ გადაწყვეტილებას. ისინი უყურებენ მოთხოვნას პირველ რიგში საქართველოში მოგზაურობის კუთხით. ისინი ნახულობენ მათი ქვეყნებიდან რამდენად დიდია მოთხოვნა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან იმისთვის, რომ ტრანზიტულად მგზავრები წამოიყვანონ. British Airways-ის, easyJet-ის, Edelweiss-ის, Transavia-ს შემოსვლა პირველ რიგში ეს არის აღიარება საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ქვეყნის მდგრადი და სტაბილური განვითარების და ტურიზმის სექტორის.

გამოვიყენებ შესაძლებლობას და ძალიან ბევრ სპეკულაციას მინდა გავცე პასუხი, „და რა?“. ის, რომ ყველა რეისი ფაქტობრივად სრული დატვირთვით ჩამოდის. ეს არ არის ჩემი სიტყვები. ეს არის ავიაკომპანიების წარმომადგენლების ოფიციალური განმარტებები. მათ შორის British Airways-ის. მე ვიცი, რომ, თქვენ გქონდათ ინტერვიუ. როდესაც ჩვენ პირველი რეისი გვქონდა მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველომ გადააჭარბა ყველა მოლოდინს, მათ შორის ავიაბილეთების რეალიზების კუთხით, მოთხოვნის კუთხით. ჩვენ ყველა რეისის ანალიტიკას ვაკეთებთ, განსხვავებით ფსევდო ექსპერტებისგან სხვადასხვა სექტორში და შესაბამისად, მე პირიქით მინდა, რომ სიხარულით ვთქვა, რომ ყველა რეისის საშუალო პროპორცია და განაწილება მგზავრების არის 70/30-ზე. 70/30-ზე იგულისხმება, რომ თუ ავიღებთ British Airways-ს 70% ეს გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა გახლავთ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. 30%-ი შეიძლება იყოს ნარევი სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის ჩვენი მოქალაქეებიც. დიახ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა სრულად არის დაფუძნებული დივერსიფიკაციაზე. ჩვენ გვინდა მეტი პირდაპირი ფრენა,ერთის მხრივ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ქვეყნებთან წვდომა, მაგრამ მეორეს მხრივ გაზრდილი ავიამიმოსვლები, ახალი ავიაკომპანიები, ასევე უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას. დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, ისევე როგორც უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში და საქართველოს მიღმა იმოგზაურონ პირდაპირი ფრენებით, მაგრამ ამავდროულად დაბალანსებული საფასო პოლიტიკით“, - განმარტავს მარიამ ქვრივიშვილი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში წარმატებული სტაბილურობა გაქვთ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დაბალმა ინფლაციამ და მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ - ADB-ის მდგრადი პოლიტიკის მრჩეველი

02.06.2025.17:17

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ საქართველოში ძალიან დაბალი ინფლაცია გაქვთ,ეკონომიკური ზრდა კი მაღალი. ასე რომწარმატებული სტაბილურობა გაქვთ, გაცვლითი კურსის და სავალუტო ბარიერების მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, გააგრძელებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, აღმშენებლობას და ბევრ ქვეყანასთან გაღრმავებულ ეკონომიკურ ინტეგრაციას," - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის მდგრადი პოლიტიკის მრჩეველმა საიური შირაიმ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც ADB-ის მდგრადი პოლიტიკის მრჩეველმა აღნიშნა, მსოფლიო არენაზე დრამატული ცვლილებების ფონზე ევროპა იაპონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება, რაც მისი შეფასებით მომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

 

„იმედი მაქვს, ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ, ვფიქრობ, ევროპა იაპონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება. იმედიამეტს ვისაუბრებთ და გვექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები"- აღნიშნა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა