მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214
-0.0003
flag
AZN 1.5646
-0.0005
flag
CNY 39.23
-0.0061
flag
EUR 3.0723
-0.0056
flag
GBP 3.5619
-0.0024
flag
KZT 54.49
-0.0004
flag
TRY 0.0576
-0.0001
flag
USD 2.6593
-0.0014
news banner

ჩვენ 2022-24 წლებში 5 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გვქონდა - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„ჩვენი პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული. პანდემიის შემდეგ საშუალოდ გვქონდა ეკონომიკური ზრდა 9.7% - ის ფარგლებში, რაც ორჯერ მეტად აჭარბებდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკურ ზრდას. ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ფართე რეგიონში და ამ ყველაფერს შენარჩუნება სჭირდება. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საერთაშორისო პროცესები საკმაოდ არაპროგნოზირებადია, საქართველო კი მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშირისო ეკონომიკურ პროცესებთან,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველომ 2022 – 2024 წლებში 5 მლრდ ამერიკულ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო. მისი ინფორმაციით, საკმაოდ დივერსიფიცირებულია როგორც ინვესტორი ქვეყნების გეოგრაფია, ისე სექტორები, სადაც ეს ინვესტიცია განხორციელდა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი იყოს ეს ინვესტიციები, გრძელვადიან პერსპექტივაში მას ჰქონდეს გადამდები ეფექტი და ეკონომიკის სხვადასხვა დარგის თვისობრივ გაუმჯობესებაზე იყოს მიმართული,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 6 პროცენტია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მსოფლიო მასშტაბით. „ჩვენ გვინდა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით ეს ნიშნული შევინარჩუნოთ,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო პოლიტიკაზე, აგრეთვე ბიზნესის დამოკიდებულებაზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან. მისი თქმით, საინვესტიციო გარემო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა ბიზნესისთვის.
„ჩვენ ბევრი გამოწვევა გავიარეთ და ისინი, ალბათ მომავალშიც გვექნება, მაგრამ შევძლებთ ამ გამოწვევების დაძლევას, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ნდობა ხელისუფლების პოლიტიკასა და კერძო სექტორის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის. მეორეა, საერთაშორისო ინვესტორების გადაწყვეტილებები. ისინი უფრო მეტად ემყარება იმ ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლის მიხედვითაც ძირითადად იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს, სადაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნაა პოლიტიკური პროცესები და მათი ნეგატიური ფაქტორი. თუმცა ეს გარკვეულწილად ბალანსდება სტაბილური ეკონომიკური შედეგებით. ეს არის ძირითადი განმაპირობებელი, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი დონე შევინარჩუნოთ,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს - თამარ იოსელიანი

10.06.2026.20:33

„ჩვენთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში" სტუმრობისას, ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის, პირველ რიგში, საჰაერო მიმოსვლა აღდგენილიყო, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ იყო შეჩერებული.

„ჩინეთ-საქართველოს შორის იმდენად მზარდი მგზავრთნაკადია, რომ საქართველოს ბაზარზე 3 ჩინური ავიაკომპანია: China Eastern, China Southern და Air China - ოპერირებს. დღევანდელი მდგომარეობით, Air China და China Southern ასრულებენ რეისებს ურუმჩისა და პეკინის მიმართულებით. 2025 წელს Air China-მ ურუმჩის გავლით პეკინის მიმართულება დაამატა. ასევე China Southern ივლისიდან ურუმჩის გავლით ამატებს პეკინის მიმართულებას, რაც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ორი დედაქალაქი ერთმანეთს დაუკავშირდეს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, რომლის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე China Eastern შემოვიდა და 15 ივლისიდან შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებაზე ფრენები კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.

თამარ იოსელიანის განმარტებით, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ტურისტულ ბაზრად რჩება და ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობით პირველ ათეულში, მერვე პოზიციას იკავებს. მისივე თქმით, ვიზიტორთა მზარდი ნაკადისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ მაისში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB China ქართული პავილიონით მიიღო მონაწილეობა.

„2023 წლის შემდეგ მგზავრთნაკადის კუთხით დაახლოებით 200%-იანი მატება გვაქვს. 2026 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით კი მგზავრთნაკადი დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინური ბაზარი საქართველოთი ძალიან დაინტერესებულია და ჩვენც არ ვაკლებთ შესაბამის ძალისხმევას - მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიები და ჩინელ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა ამაღლდეს და შესაბამისი მგზავრთნაკადი მივიღოთ" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დადებითი ტენდენციაა ჩინეთ-საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც.

„ტვირთნაკადის მხრივ ზრდის კარგი ტენდენცია გვაქვს. უმნიშვნელოვანესია „შუა დერეფანი", სადაც ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ჩინეთიდან გადმოზიდული, ისე ჩინეთისკენ გაგზავნილი ტვირთების მოცულობის თვალსაზრისით. გასულ წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 19%-იანი ზრდა გვქონდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ როგორც საქართველოს რკინიგზასთან, ისე საქართველოს შესაბამის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ამ მიმართულებით ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი იმისათვის, რომ მოვემსახუროთ შუა დერეფანს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა