მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7216.6
-0.0159
flag
AZN 1.5845
-0.0004
flag
CNY 39.41
-0.0063
flag
EUR 3.1464
-0.0188
flag
GBP 3.6334
-0.0086
flag
KZT 57.99
-0.0021
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6936
-0.0002

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას გამართავს

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ადგილობრივ ავიაკომპანიებს შორის შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.  ავიაკომპანიებთან მორიგ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გამართავს, რომელიც ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.

 

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა  და ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში ძალიან აქტიურად ვითარდება. საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წლიდან გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის შედეგად, 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ 148%-ით მეტი შეადგინა 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის 2024 წლიდან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ავიამიმოსვლის, ასევე  ტურისტული ნაკადების ზრდას. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 49%-ით არის გაზრდილი, რასაც ხელს უწყობს  პირდაპირი ფრენები, რომლებიც მაღალი დატვირთვით ხორციელდება.

 

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ასეთი დინამიკიდან გამომდინარე, დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები დამატებითი პირდაპირი ფრენებისდაწყების თაობაზე, მათ შორის, თბილისი- შანხაის ხაზზე,  სადაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს დელეგაციამ ჩინეთის ავიაკომპანია „China Southern Airlines"-თან პეკინი - თბილისი - პეკინისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე მოლაპარაკება გამართა

23.04.2026.18:49

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა ავიაკომპანია „China Southern Airlines"-ის კომერციული კომიტეტის დირექტორის მოადგილე ტან გუანგთან გამართეს. საუბარი შედგა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.

 

ქართულმა მხარემ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციასა და ტურიზმის სექტორის ზრდის მაღალი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილეს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელზე - 2025 წელს ქვეყანამ 127,895 ჩინელი ვიზიტორი მიიღო, რაც 44%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩინურ ავიაკომპანიასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე თბილისიდან როგორც პეკინის, ასევე ჩინეთის სხვა ქალაქების მიმართულებებით პირდაპირი რეისების განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა და „China Southern Airlines"-ის კომერციული კომიტეტის დირექტორის მოადგილემ ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის მარშრუტის ფარგლებში რეგიონული სატვირთო ჰაბის ფუნქციონირების შესაძლებლობაზე. აღინიშნა, რომ "China Southern Cargo"-ს სატვირთო ოპერაციებისთვის თბილისიდან შესაძლებელია პირდაპირი წვდომა შავი ზღვის პორტებზე, სარკინიგზო დერეფნებსა და ასევე რეგიონის საავტომობილო ქსელებზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტვირთების ტრანსპორტირების მასშტაბს და ეფექტიანობას.

 

ავიაკომპანია "China Southern Airlines" ერთ-ერთი უდიდესი ავიაგადამზიდია არამარტო ჩინეთის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. კომპანია ავიარეისებს  121 მიმართულებით მსოფლიოს 65 ქვეყანაში ასრულებს, მათ შორის საქართველოში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა