მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

ჩინეთის მხარესთან გავაფორმეთ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი, რომელთა ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გამყარდება - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს შორის გაფართოებული შეხვედრის დასრულებისას სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის. ორივე ლიდერმა ისაუბრა იმ ახალი მიზნების გარშემო, რომლებიც გააძლიერებს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობებს. შეხვედრისას ხელი მოეწერა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, რომელთა ფარგლებში ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მეტად გამყარდება", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა ვანგ ვენთაომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი შევიდა.

„განახლებულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოდან ჩინეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტზე. ასევე აღნიშნულ დოკუმენტში განახლდა საინვესტიციო მიმართულების პუნქტი, რაც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის" ერთობლივი განვითარების შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (CAAC) მოადგილე ხან ძუნიმ.

„საავიაციო შეთანხმება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ასევე დამატებით ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთის ბაზარზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიას შორის ასევე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

07.11.2025.17:04

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1272 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7075 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7089  ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1272 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1193 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა