ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი მზარდია
ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი მზარდია. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ჩინეთიდან 21 142.9 ათასი დოლარის ღირებულების 2 496 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 393 ერთეული. შესაბამისად ზრდა 79%-ის დონეზეა. 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ჩინეთიდან სულ 22 777.4 ათასი დოლარის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განახორციელა.
ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ჩინური წარმოების მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია, რადგანაც ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტიც ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად თუ 2012 წელს საქართველომ ჩინეთიდან სულ 31 მსუბუქი ავტომობილი იყიდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 2 987 ერთეულ მსუბუქ ავტომობილამდეა გაზრდილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
31.07.2025.22:11
სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონის არბიტრაჟში, ანაკლიის პორტის საქმეზე, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ შეტანილი სარჩელის საქართველოს გამარჯვებით დასრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნაცვლად ინვესტორის მოძიებისა, მათ დაიწყეს სახელმწიფოსთან დავა და სცადეს ხალხის ფულის უსამართლოდ მითვისება.
„ძალიან მარტივადაა საქმე - სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს. ამის სანაცვლოდ, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს, რომ ხალხის ფული, ბიუჯეტის ფული წაეღოთ უსამართლოდ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიღებულ იქნა სამართლიანი გადაწყვეტილება და არბიტრაჟმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რაც შეესაბამებოდა სინამდვილეს. ჩვენ შევუქმენით ყველა პირობა კონსორციუმს იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორი, თუმცა, სწორედ, მათ ჩააგდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, არბიტრაჟმა მიიღო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება,“- განაცხადა პრემიერმა.