ჩინელი ტურისტები გამოირჩევიან დარჩენის ხანგრძლივობით ქვეყანაში, ისევე როგორც მსყიდველუნარიანობით - მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთი არის გამორჩეულად საინტერესო მიმართულება და მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ჩინეთი მიმდინარე წელს არის მთავარი პრიორიტეტული ახალი სამიზნე ქვეყანა ტურიზმის კუთხით, ავიაციის კუთხით, - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმარი იყო.
მინისტრის განმარტებით, ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებამ ხელშესახები შედეგები უკვე მოიტანა.
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდი სტიმული მისცა და პრაქტიკულად ხელშესახები შედეგები მოგვცა ჩვენ ქვეყნის ეკონომიკაში. პირველ რიგში ეს იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების - უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ორივე ქვეყნის მხრიდან. რა თქმა უნდა ჩვენ დავინახეთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ძალიან მალე შევძელით და უზრუნველვყავით მეორე ავიაკომპანიის Air China-ს შემოყვანა. რა თქმა უნდა ეს არის მიმდინარე პროცესი.
გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ცნობადობის ამაღლება ჩინეთში, რადგან წინა პერიოდების განმავლობაში კეთდებოდა გარკვეული სამუშაოები, თუმცა არა ამ მასშტაბურობით. ჩვენ მიმდინარე წელს ყველაზე მოცულობითი მიმართულებით ვახდენთ ქვეყნის პოპულარიზაციას ჩინეთში, ჩვენ ძალიან აქტიურად ვგეგმავთ კერძო სექტორთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა მნიშვნელოვან ღონისძიებებში. თავად დავაორგანიზოთ იმისთვის, რომ ჩინურ ბიზნესსა და ქართულ ბიზნესს შორის გავაჩინოთ მჭიდრო კავშირები, იმისთვის, რომ კერძო სექტორმა ჩვენთან ერთად უზრუნველყოს, მოიზიდოს მეტი ჩინელი ტურისტი. რატო ჩინელი ტურისტი? რამდენადაც საერთაშორისო ტურიზმის სექტორში ეს არის გამორჩეულად მარდი ქვეყანა ტურიზმის მიმართულებით, ჩინელი ტურისტები გამოირჩევიან დარჩენის ხანგრძლივობით ქვეყანაში, ისევე როგორც მსყიდველუნარიანობით. რა თქმა უნდა ეს მოემსახურება ჩვენი ქვეყნის დივერსიფიკაციის პოლიტიკას და სექტორის მდგრად განვითარებას“, - აღნიშნავს მინისტრი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.09.2025.23:55
როგორც იცით, ჩვენს ქვეყანას აქვს დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები და ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ არის გამორჩეული ამ კუთხით რეგიონის, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.
„ასევე იცით, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,7%-ს გაუტოლდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდა და გასულ 9,4%-ი იყო საშუალო ეკონომიკური ზრდა. რაც ასევე განსაკუთრებით სასიხარულოა არის ის, რომ მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8%-ია. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამომდინარეობს, რამდენიმე კომპლექსური ფაქტორის ეფექტური მართვით, სწორი ხედვით და სწორი სტრატეგიით - ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან. ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. გამოვყოფდი ისეთ სექტორებს, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო სერვისები, ისევე, როგორც ვაჭრობა, ტურიზმის ინდუსტრია და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეს მიმართულება, ყველა ეს სექტორი, მდგრადად და ძალიან სტაბილურად ვითარდება. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს უშუალოდ ეკონომიკის დივერსიფიცირებით ზრდას. რაც სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის. ამავდროულად ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ და მთავარი საზრუნავი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.